Home » საზოგადოება » პოზნერი – ადამიანები, რომლებმაც ეს შეკრება მოაწყეს, ყურადღების ღირსნი არ არიან, ამიტომაც ჩუმად ვარ

პოზნერი – ადამიანები, რომლებმაც ეს შეკრება მოაწყეს, ყურადღების ღირსნი არ არიან, ამიტომაც ჩუმად ვარ

რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი თბილისში მის ვიზიტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც ის საკუთარ ვებ-გვერდზე წერს, ის ადამიანები, ვინც ეს შეკრება მოუწყო, ყურადღების ღირსნი არ არიან.

„ძვირფასო კოლეგებო! მინდა აგიხსნათ, რატომ არ მოგეცით არც ერთ თქვენგანს კომენტარი იმის შესახებ, რაც თბილისში მოხდა, არავის მოწვევა არ მივიღე მოვსულიყავი გადაცემაში.

ახსნა მარტივია და როგორც მე მგონია, აშკარა: ის ადამიანები, რომლებმაც ეს შეკრება მოაწყეს, ყურადღების ღირსნი არ არიან. დიდი პატივია. ამიტომაც ჩუმად ვარ და ჩუმად ვიქნები. თქვენი ვ.ვ.“ – წერს პოზნერი.

შენდეროვიჩი პოზნერზე: ქვეყანაში, რომლის სუვერენიტეტს პატივს არ სცემ, ჩასვლა, ბუნებრივია, სახიფათოა

Share