Home » მსოფლიო » პოროშენკო: ასოცირების შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია ბოროტების იმპერიასთან საბოლოო განშორებაა
პოროშენკო: ასოცირების შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია ბოროტების იმპერიასთან საბოლოო განშორებაა

პოროშენკო: ასოცირების შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია ბოროტების იმპერიასთან საბოლოო განშორებაა

უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. ცერომონიას 11 ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ესწრება.

დამოუკიდებლობის მოედანზე სიტყვით უკვე გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.

„დამოუკიდებლობის 26-ე წელი განსაკუთრებული იყო. ის გულუხვი აღმოჩნდა რამდენიმე მოვლენით, რომელიც ისტორიაში კვალს დატოვებს და მომავალზე იმოქმედებს. ჩვენ წარმატებით დავასრულეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისთვის ბრძოლა. არის ასეთი გამოთქმა: ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდი. პირველ  სექტემბერს, ზუსტად ერთ კვირაში, ასოცირების შეთანხება ძალაში შევა და გახდება რეფორმების საგზაო რუკა. გზა კი ერთია: ფართო ევროატლანტიკური ავტობანი, რომელსაც ნატო-სა და ევროკავშირში მივყავართ. ასოცირების შესახებ შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია ბოროტების იმპერიასთან საბოლოო განშორებაა“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

 

Share