Home » ახალი ამბები » პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა – ვინ არის ბრალდებული

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა – ვინ არის ბრალდებული

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა – ვინ არის ბრალდებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ი.ქ., ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ქუთაისში დააკავეს.

 

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის 127 აბი, 20 ცალი კრისტალი, აბის 22 ნატეხი სავარაუდო ნარკოტიკული ნივთიერება.

 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ქართველიშვილი არის. საზოგადოება მას ბოლო პერიოდში ნამახვანის ჰესის საწინააღმდეგო აქციებიდან იცნობს.

https://www.facebook.com/watch/?ref=external&v=252747543254260

Share