Home » ფინანსები » პოლიტიკური და ფუნდამენტალური ფაქტორები, რომლებიც დამდეგ კვირას სავალუტო  ბაზრებზე რყევებს გამოიწვევს
პოლიტიკური და ფუნდამენტალური ფაქტორები, რომლებიც დამდეგ კვირას სავალუტო  ბაზრებზე რყევებს გამოიწვევს.

პოლიტიკური და ფუნდამენტალური ფაქტორები, რომლებიც დამდეგ კვირას სავალუტო  ბაზრებზე რყევებს გამოიწვევს

 ორიოდე სიტყვით მიმოვიხილოთ გასული კვირის ის  მნიშვნელოვანი ამბები,  რომლებმაც სავალუტო ბაზარზე რყევების გამო  ყურადღება მიიქცია და მიმოვიხილოთ დამდეგი კვირის ის პოლიტიკური  და ფუნდამენტალური მოვლენები , რომლებიც დიდი ალბათობით ზეგავლენას მოახდენენ საფინანსო ბაზრებზე.

დღევანდელი სიტუაცია რეალურად ასეთია; მსოფლიო ფინანსური ბაზრები გაურკვევლობის სტადიაში შევიდა. ამის ძირითადი მიზეზებია :
ა) ფსს -ის პოლიტიკა, რომელიც აპირებს ფულად საკრედიტო პოლიტიკის ნორმალიზებას.
ბ)გავიხსენოთ , ზაფხულში ეცბ ს (ევროპის ცენტრალური ბანკი) განცადება, რომელიც დიდი ალბათობით აპირებს რბილი ფულად საკრედიტო პოლიტიკის, როგორც აშშ ეკონომიკისათვის სტიმულის მიცემის დასრულებას. მაგრამ ინფლაციური ტემპების შესუსტებამ შეიძლება ასეთი ნაბიჯის გადადგმა გადააფიქრებინოს. ყველაფერს ამას მონეტარული პოლიტიკის შესახებ ნოემბრის სხდომის ოქმი გაგვცემს პასუხს.
გ) იაპონიის ცენტრალური ბანკი ჯერჯერობით გასუსულია და მეტად რბილი ფულად საკრედიტო პოლიტიკის შეცვლაზე არ ფიქრობს.
დ) ინგლისის ცენტრალური ბანკი საერთოდ გაურკვეველ სიტუაციაშია, რაც გამოიხატება იმაში ,რომ თუ საპროცენტო განაკვეთს აწევს ეს დიდი ბრიტანეთის ეკონომიკის ზრდასა და განვითარებას ხელს ნამდვილად შეუშლის, რომელიც „ბრექსიტის “ გამო არც თუ ისე სახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა. მაგრამ თუ საპროცენტო განაკვეთს არ გაზრდის მაშინ არის საშიშროება ინფლაცია გაიზარდოს, რომელიც ასევე ცუდ შედეგებამდე მიიყვანს. კარნის განცხადება , რომ ისინი მზად არიან ცუდი სცენარის განვითარებისათვის , ფუნტის უმისამართო მოძრაობას იწვევს.

ფუნტის სიძლიერე, ევროკავშირისა და ბრიტანეთს შორის მოლაპარაკებების შედეგებზეა დამოკიდებული.
ჯერჯერობით ფუნტს, სიტყვიერი მხარდაჭერა მხოლოდ ცენტრალური ბანკიდან აქვს, კერძოდ კარნის განცხადებით , რომ უახლოეს თვეებში ის განიხილავს აწიოს საპროცენტო განაკვეთი. მაგრამ მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური მაჩვენებლების მხრიდან მას მხარდაჭერა ჯერჯერობით არა აქვს.

ზელანდიური დოლარის დაცემა აშშ დოლარის მიმართ, პოლიტიკური ფაქტორების გამო მოხდა, კერძოდ პარტიამ „ახალი ზელანდია უპირველეს ყოვლისა“ ალიანსი დაამყარა ლეიბორისტულ პარტიასთან.ლეიბორისტები კი ის პარტიაა,რომლებიც ცენტრალური ბანკში სერიოზული რეფორმების გატარებას მოითხოვენ

შევნიშნოთ ,რომ ყველაფერი ზემოთაღნიშნულის ფონზე , ფსს -მ მსოფლიოს სხვა დანარჩენი ცენტრალური ბანკებიდან განსხვავებით, პირველმა დაიწყო ეკონომიკის სტიმულირება. რაც გამოიხატა : ა) მოკლევადიან სესხებზე ფულად საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრებით,
ბ) დოლარის ბალანსის შემცირებით,
გ) განსახილველადაა შესული ახალი საგადასახადო კოდექსი ;
დ) დღის წესრიგშია ახალი ფსს ხელმძღვანელის დანიშვნის საკითხი. სწორედ ამ კანდიდატის შერჩევაზეა ახლა მთელი ყურადღება გადატანილი.
სულ იხილება 5 კანდიდატურა, ესენია: ჯანეტ იელენი, კონი, ჯერონ პაუელი , კევინ უორში და ჯონ ტეილორი. ამათგან იელენი და პაუელი მომხრეა ფულად საკრედიტო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანა მოხდეს შერბილებული პოლიტიკით, ხოლო დანარჩენები მიიჩნევიან , როგორც მკაცრი პოლიტიკის გამტარებლები.
სავარაუდოდ ჯენეტ იელენი თავის თანამდებობას ვერ შეინარჩუნებს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მან შეინარჩუნა თანამდებობა დოლარი სწრაფად გამყარდება.

ნავთობის ბაზარი პოლიტიკური ფაქტორების ქვეშაა მოქცეული, ეს ფაქტორები მომდინარეობს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებიდან. ამას ასევე ემატება ქარიშხლების სერია ,რომლებიც აშშ სანაპიროებს დროდადრო თავს ატყდება , ყველაფერი ეს ნავთობის ფასებს ლოკალურ მაქსიმუმებთან ახლოს ამყოფებს.

მოდით ახლა შევაჯამოთ და მოკლე ,რაკურსით თვალი გადავავლოთ რა მდომარეობაშია საფინანსო ბაზრები დღეს:
ა) დოუ კონსის ინდექსი ბოლო პერიოდში სწრაფი ტემპებით იზრდება იგი მომატებულია და მორიგ მაქსიმუმებს წერს;
ბ)აშშ ეკონომიკის ზრდის ტემპები შენელებულია;
გ) გაზრდილია ,იპოტეკური,ფიზიკური და იურიდიული პირებზე გაცემული სესხების რაოდენობა,რომლებიც მაქსიმუმამდეა მისული;
დ)სენატში,განსახილველად შეტანილია თეთრი სახლის საგადასახადო კოდექსი;
ე) თურქეთ ამერიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობა . მოქალაქეებზე ორივე მხარემ აკრძალა ვიზების გაცემა.
ასევე ირანმა ამერიკის მისამართით განაცხადა,რომ თუ ის ისლამური რევოლუციის დამცველებს გამოაცხადებს ტერორისტებად გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს.     თურქეთმა ირანთან დადო სავაჭრო-ეკონომიკური ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ირანის ბანკებისთვის თურქული ბანკების დახმარებით გადარიცხვების ხაზი გაიხსნა.
ამით გარკვეულწილად ირანს ბლოკადა მოეხსნა და რუსეთისა და თურქეთის გვერდით რეგიონში ირანის გავლენა გაიზრდება. ანუ დაიძაბა ურთიერთობა ირანსა და აშშ -ს შორისაც.

მოდით ახლა შევხედოთ, რა ხდებოდა ზუსტად 30 წლის წინ.
30 წლის წინ 1987 წლის 19 ოქტომბერს საფონდო ბაზარს „ შავი ორშაბათი“ გაუთენდა.კერძოდ ორი დრის განმავლობაში დოუ ჯონსისა სა S$P ინდექსმა 22% მდე ვარდნა განიცადა.
ეს ვარდნა მაშინ, ექსპერტებმა 1929 წლის 29 ოქტომბრის დიდი დეპრესიის პერიოდს შეადარეს, როდესაც დოუ ჯონსი 25% მდე დაეცა. ინდექსების ვარდნის მიზეზი რამოდენიმე ვერსიით ახსნეს.
მაშინ საფინანსო ბაზრებზე ასეთი ვითარება სუფევდა:
1985-1987 წლებში ამერიკული საფინანსო ბაზარზე დოუ ჯონსის ინდექსი სწრაფი ტემპებით იზრდებოდა. ამერიკული ეკონომიკის ზრდის (მშპ, კორპორატიული მოგებები, და სხვა ) ტემპი შენელდა , ფიზიკური და იურიდიული პირების კრედიტორული დავალიანება მაქსიმუმებამდე იყო ასული, ასევე განიხილებოდა საგადასახადო კოდექსი,იმ პერიოდშიც აშშ გეოპოლიტიკური სიტუაცია დაეძაბა ირანთან. როგორც ვხედავთ ნიშნები და ფაქტორები ერთმანეთს ემთხვევა.
ჩვენ არ ვამბობთ იმას ,რომ საფინანსო ბაზრებზე „შავი გედი “მოფრინდება ხვალ ან ზეგ, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება გარდაუვალია . რაც შეეხება დროს, მოხდება ეს 2 თვეში თუ ერთ წელიწადში ზუსტი თარიღის თქმა ძნელია, მაგრამ ვიმეორებთ ,რომ ეს 100% ით მოხდება.

ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე და გათვალისწინებით ,შეიძლება სავალუტო ბაზარზე , ვალუტების ამჟამინდელ  მდგომარეობას  შემდეგნაირად შევაფასოთ:

  • NZD -ახალზელანდიაში, ჩატარებული  საპარლამენტო არჩევნების გამო სადაც  პარლამენტში გავიდა ნაციონალური და ლეიბორისტული პარტიები ასევე პარტია „ ახალი ზელანდია უპირველეს ყოვლისა“ ,   მოლაპარაკებები კოალიციური მთა -ვრობის შესაქმნელად  დასრულდა. ლეიბორისტებმა და „ახალი ზელანდია უპირველეს ყოვლისა“ალიანსი შეკრა.  აღნიშნული ახალი ზელანდიის ცენტრალური ბანკის რეფორმის ალბათობა ძალიან გაზარდა, რაც ზელანდიურ დოლარს ზეწოლის ქვეშ ამყოფებს.
  • EUR ევრო გერმანიის არჩევნებისა და კატალონიაში მიმდინარე რეფერენდუმის გამო კვლავ ,პოლიტიკური ზეწოლის გავლენის ქვეშაა, თუ არ ჩავთვლით ეცბ ს მხრიდან გასულ კვირაში გაჟღერებულ დამაიმედებელ  განცხადებებს, რომლებმაც   ევროს  მოკლევადიან პერიოდში საფრენად    ფრთები შეასხა.

  GBP    ბრიტანული ფუნტის ძლიერება სრულადაა დამოკიდებული „ბრექსიტის“  შესახებ მოლაპარაკების  შედეგებზე. მას ფუნდამენტალური ფაქტორების მხრიდან ძალიან სუსტი მხარდაჭერა აქვს.

JPY იენა პოლიტიკური ფაქტორების  გავლენის ქვეშაა მოქცეული.  ეს გახლავთ   22 ოქტომბერს დაგეგმილი  საპარლამენტო არჩევნები.   დიდი ალბათობით შესაძლებელია ისეთი  ოპოზიციური პარტიების მოსვლა,  რომლებიც რბილი ფულად საკრედიტო პოლიტიკის მოწინააღმდეგები არიან. ასეთი სურათის განვითარების შემთხვევაში მოსალოდნელია იენას გამყარება. არ გამოვრიცხავთ დიდ მერყეობას.

AUD –   ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან გამოსულმა  სავაჭრო ბალანსის დადებითმა სტატისტიკურმა მაჩვენებელმა ავსტრალიურ დოლარს გამყარების ბიძგი მისცა ,აღნიშნული ვალუტის ბედი ახლა დამოკიდებულია ჩინეთში დამდეგ კვირას  დაგეგმილ კომპარტიის ყრილობის შედეგებზე. უნდა ავღნიშნოთ ,  რომ ასეთი პოლიტიკური   ფაქტორების  ფონზე   AUD/NZD  სავალუტო,  სავაჭრო ინსტრუმენტის „გრძელ“ პოზიციაზე შესვლა  საკმაოდ ხელსაყრელი პოზიციაა.

  USD   ამჟამად დოლარი, აქტივობის მხრივ  არ იმყოფება ყურადღების ცენტრში,უახლოესი  10  დღე ,სანამ  აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ დაასახელებს ახალ კანდიდატს ფსს-ს ხელმძღვანელის პოსტზე.სავარაუდოდ ეს 3 ნოემბრამდე მისი ჩინეთში გამგზავრებამდე უნდა მოხდეს.

ყველა ზემოთხსენებული გეოპოლიტიკური  და ფუნდამენტალური ფაქტორების ფონზე აშშ დოლარის ინდექსი   მოკლევადიან 8-12 დღიან პერიოდში ძირითადად განივ ტრენდში ისეირნებს, 4 ნოემბრიდან მოძრაობის მიმართულებას აირჩევს.

გადავიდეთ  დამდეგი კვირის იმ ძირითადი  ფუნდამენტური ფაქტორების განხილვაზე,  რომლებმაც შესაძლებელია  სავალუტო ბაზარზე  შესამჩნევი რყევები გამიწვიოს:

  • სამშაბათი 24 ოქტომბერი.

            11;30  წთ  ევროზონიდან,  კერძოდ გერმანიიდან  ველოდებით ოქტომბრის თვის

სამრეწველო სფეროში საქმიანი აქტიურობის ინდექსის მაჩვენებელს (PMI)

  • ოთხშაბათი, 25  ოქტომბერი.
  • 04: 30 წთ. ავსტრალიიდან გამოდის .მესმაე კვარტლის მონაცემი სამომხმარებლი ფასების ინდექსის შესახებ( ICP).
  • 12:00 წთ  გერმანიიდან გამოდის, ოქტომბრის თვის საქმიანი კლიმატის ინდექსის მაჩვენებელი.
  • 12:30 წთ. დიდი ბრიტანეთიდან გამოდის , მაჩვენებელი  მესამე კვარტლის მშპ-სა  და მესამე კვარტლის ბოლოს  წლიური  მშპ ს შესახებ. დადებითი მონაცემები დოლარს მოკლევადიან პერიოდში  გამყარების სერიოზულ ბიძგს მიანიჭებს.
  • 30 სთ. აშშ დან  გამოდის ინფორმაცია    სექტემბრის თვეში ხანგრძლივი მოხმარების საქონლზე  ,შეკვეთების განაცხადების  რაოდენობის  შესახებ.
  • 18:00სთ. აშშ დან გამოდის ინფორმაცია ახალი საცხოვრებელი სახლების გაყიდვების შესახებ.
  • 18:00 სთ. კანადიდან გამოდის  ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სხდომის ოქმის ჩანაწერები და ასევე გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შესახებ.   საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შემთხვევაში,დიდი მერყეობა იქნება აშშ დოლარი /კანადური დოლარის წყვილზე. მოსალოდნელია მინიმუმ 200 პუნქტიანი მოძრაობა. ასევე მოგვიამებით 21.15 წუთზე დაგეგმილია კანადის ცენტრალური ბანკის მართველის პრესკონფერენცია.
  • 18:30 წთ.ა შშ დან გამოდის   მონაცემები ნედლი  ნავთობის მარაგების შესახებ.

 

  • ხუთშაბათი, 26 ოქტომბერი .
  • 15:45 წთ ,  ევროპის ეცბ იღებს დგადაწყვეტილებას  დეპოზიტურ სახსრებზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შესახებ და ასევე საერთოდ საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შესახებ.მოგვიანებით 16:30 წთ ზე დაგეგმილია  ეცბ ს პრესკონფერენცია. საპროცენტო განაკვეთის ცვლილების და მიუხედავად ამ დროს დიდი ალბათობით გვექნება მერყეობები და არ გამოვრიცხოთ ორმხივი მიმართულებით.(ვგულისხმობთ ევრო/დოლარის სავალუტო ინსტრუმენს)
  • 00 სთ.  აშშ დან გამოდის სექტემბრის თვის  ინფორმაცია ,უძრავი ქონების ბაზარზე დაუსრულებელი  გაყიდვების ინდექსის შესახებ.

 

  • პარასკევი,   20 ოქტომმბერი:
  • 30 წთ. რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკი ღებულობს გადაწყვეტილებას საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შესახებ,   განაკვეთის ცვლილება    აშშ დოლარი /რუსული რუბლის წყვილის საკმაოდ მერყევ  მოძრაობას გამოიწვევს.
  • 18:30 წთ. აშშ დან გამოდის   მონაცემი  მესამე კვარტლის მშპ-ს შესახებ .

 ნიკა შენგელია
ეკონომიკის დოქტორი,პროფესორი. ეფიქს გრუპის მთავარი ანალ
იტიკოსი

Share