Home » ბიზნესი » Pobeda Airlines-მა მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის საჰაერო ხაზზე ფრენებზე დაშვება მიიღო

Pobeda Airlines-მა მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის საჰაერო ხაზზე ფრენებზე დაშვება მიიღო

რუსული ავიაკომპანია Aeroflot-ის შვილობილმა, დაბალ ბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Pobeda Airlines-მა მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის საჰაერო ხაზზე ფრენებზე დაშვება მიიღო.

როგორც “როსავიაციაში” განმარტავენ, აღნიშნული ნებართვა არ წარმოადგენს საფუძველს საერთაშორისო მარშრუტებზე ფრენების განახლების შესახებ. აღნიშნული არის ავიაკომპანიის უფლება, რომელიც მას შეუძლია გამოიყენოს ორ ქვეყანას შორის ფრენების განახლების შემდეგ.

როგორც ცნობილია ქართული მხარემ არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენა მოსკოვზეა დამოკიდებული, რადგან აკრძალვა სწორედ კრემლმა დააწესა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთ-საქართველოს შორის, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ავიამიმოსვლა შეწყდა.

ვლადიმერ პუტინმა საქართველოს ავიაემბარგო რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ინციდენტის შემდეგ მიიღო, რომელიც 20 ივნისს, ერთ-ერთი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათდა. რამაც თავის მხრივ ქართველი ხალხის აღშფოთება გამოიწვია და თბილისი ვითარება ისე დაიძაბა, რომ ქვეყნიდან სერგეი გავრილოვის გაპარებაც კი გახდა საჭირო.

საბოლოოდ კი ვლადიმერ პუტინმა ავიაემბარგო გამოაცხადა და ასე გადაწყვიტა საქართველოს “დასჯა”. პირდაპირი ავიამიმოსვლის ოფიციალურ მიზეზად კი რუსეთმა ფრენების არასაკმარისი უსფართხოება და ნავიგაციის წინაშე არსებული დავალიანება დაასახელა.

წყარო: AVIANEWS.GE

Share