Home » მსოფლიო » პირველი ლტოლვილი, რომელიც გერმანიის ფედერალურ პარლამენტში დაიკავებს ადგილს

პირველი ლტოლვილი, რომელიც გერმანიის ფედერალურ პარლამენტში დაიკავებს ადგილს

თითქმის 6 წლის წინ, სირიელმა ლტოლვილმა, თარექ ალაოვსმა, რომელიც სირიიდან სამხედრო სამსახურს გამოექცა და რეზინის ნავით ეგეოსის ზღვა გადალახა, გერმანიის პარლამენტში აპირებს ადგილის დაკავებას.

ის 26 სექტემბერს გასამართ არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას “მწვანეთა” პარტიიდან, კერძოდ კი დასავლეთ გერმანიაში, ქვანახშირის მოპმპოვებელ ყოფილ რეგიონში. აღსანიშნავია, რომ გერმანიის მოქალაქეობის მიღების საკითხი დამტკიცების მოლოდინშია, თუმცა, “მწვანეთა” პარტიაში აცხადებენ, რომ თარექი იქნება პირველი ლტოვილი, რომელიც გერმანიის ფედერალურ პარლამენტში დაიკავებს ადგილს.

2015 წელს, როდესაც სირიელი ლტოლვილი ჩავიდა გერმანიაში, პირველად წლების განმავლობაში, თავი დაცულად იგრძნო, თუმცა მისივე თქმით, შოკირებული იყო იმით, რომ ღამის გათევა სპორტ დარბაზში, 60 სხვა ლტოლვილთან ერთად უწევდა, ეკრძალებოდა მუშაობა და გერმანული ენის გაკვეთილებასაც არ უტარებდნენ.

“მივხვდი, რომ ჩემი აზრი ყოველივეს შესახებ არ იყო წარმოდგენილი, რადგან არავინ წარმოგვადგენდა პოლიტიკაში. ლტოლვილები გერმანიაში 2015 წლამდეც იყვნენ – ისინი უფრო დიდხანს იყვნენ აქ და დროა, რომ მოქმედ დემოკრატიაში ამ ხალხმა, რომლებიც საზოგადოების ნაწილია, მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკაში.

ლტოლვილები ამ საზოგადოებაში სისტემურ დისკრიმინაციას განიცდიან. მათზე გავლენას ახდენს რასიზმი და კანონი თავშესაფრისა და საცხოვრებლის შესახებ. მე მსურს ვიმუშაო ამ სფეროებში ცვლილებების შესატანად” , – აღნიშნავს “როიტერსთან” თარექ ალაოვსი. გამოცემის თქმით, ის გერმანულს ბრწყინვალედ ფლობს, რომელიც თავისით ისწავლა Google Translate-ის დახმარებით, როდესაც გერმანულ კანონებს ეცნობოდა საკუთარ ტელეფონში.

ალაოუვსი ასობით ათასი მიგრანტისგან ერთ-ერთია, რომელიც გერმანიაში მას შემდეგ შევიდა, რაც კანცლერმა ანგელა მერკელმა 2015 წელს გახსნა საზღვრები შუა აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ ომიდან და სიღარიბისგან გაქცეული ლტოლვილებისთვის.

სანდრო პირველი

Share