პედიატრების თქმით, სამხრეთ ფლორიდაში მცხოვრებმა ქალმა, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინის ერთი დოზა ორსულობის დროს მიიღო, ცოტა ხნის წინ, ვირუსის მიმართ ანტისხეულებიანი ბავშვი გააჩნია. მკვლევრებმა ბავშვის ჭიპლარის სისხლი გამოიკვლიეს და მასში ანტისხეულები აღმოაჩინეს.

ექიმებმა დასკვნა წერილის სახით წარადგინეს, რაც ჯერ კიდევ გადახედვას საჭიროებს.

დოქტორ პოლ გილბერტმა და ჩად რუდნიკმა თქვეს, რომ დედამ, რომელიც ჯანდაცვის მუშაკია, Moderna-ს ვაქცინის პირველი დოზა იანვარში, ორსულობის 36 კვირაში მიიღო. უკვე სამი კვირის შემდეგ, მან იმშობიარა.

ეს ნიშნავს, რომ დედის ვაქცინაციით, ბავშვის დაცვაც შეგვიძლია. ჩვენი ინფორმაციით, ეს მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როდესაც დედის ვაქცინაციის შემდეგ ბავშვი ანტისხეულებით იბადება.” — ამბობენ ექიმები.

თუმცა, კვლევები მომავალშიც საჭირო იქნება, რათა ზუსტად დადგინდეს, არის თუ არა ჩვილი ამ ანტისხეულებით ვირუსისგან ბოლომდე დაცული.

ახლა ექიმები სხვებსაც იგივეს მოუწოდებენ და ამბობენ, რომ მსგავსი ახალშობილების ანტისხეულები უნდა გამოვიკვლიოთ.

“ეს ჯერ ერთი შემთხვევაა, მალე ასეთი უამრავი ჩვილი დაიბადება. შემდგომმა კვლევებმა უნდა დაადგინონ, თუ რამდენ ხანს დაიცავს მსგავსი ანტისხეულები და მათი რა რაოდენობაა სრული დაცვისთვის საჭირო.” — ნათქვამია განცხადებაში.