Home » ფინანსები » „პირველად, მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, IV კვარტალში კაპიტალი კი არ შემოვიდა, არამედ გავიდა“

„პირველად, მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, IV კვარტალში კაპიტალი კი არ შემოვიდა, არამედ გავიდა“

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცორიძე საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 2020 წლის მეოთხე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი იყო მინუს 102,8 მილიონი დოლარი, ანუ კაპიტალი კი არ შემოვიდა, არამედ გავიდა.

“პირველად, მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, რაც საქსტატი აწარმოებს აღრიცხვას, 2020 წლის მეოთხე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი იყო მინუს 102,8 მილიონი დოლარი, ანუ კაპიტალი კი არ შემოვიდა, არამედ გავიდა.

2020 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იყო 616,9 მილიონი დოლარი. ეს ყველაზე დაბალია ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში. გასულ წელთან შედარებით კლება 52 პროცენტია.
ამის მხოლოდ პანდემიით ახსნა არ იქნება სწორი. აქეთკენ მივდიოდით”, – წერს რომან გოცირიძე სოციალაურ ქსელში Facebook.

Share