Home » ბიზნესი » „პირველად ჩემს ცხოვრებაში არაფერი მითქვამს, იმდენად კონსტრუქციულად წავიდა საუბარი, დავიბენი”

„პირველად ჩემს ცხოვრებაში არაფერი მითქვამს, იმდენად კონსტრუქციულად წავიდა საუბარი, დავიბენი”

„შეხვედრაზე არაფერი არ მითქვამს პირველად ჩემს ცხოვრებაში, იმდენად კონსტრუქციულად წავიდა საუბარი დავიბენი,“ – ამის შესახებ პრემიერთან აუდიენციის შემდეგ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობასა და ბიზნესს შორის საუბრისას სახელმწიფოებრივ საკიხებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება.

„ბიზნესმა თავის თავს თვითონ უნდა მოუაროს. ბიზინესი, რომელიც თავის თავს ვერ უვლის იმას სახელმწიფო ვერ მოუვლის. რეგულაციებზე იყო საუბარი, რაღაც ციფრის ქვეშ თუ წამოვა მერე რეგულაციებს შეამსუბუქებენ,“ – განაცხადა თემურ ჭყონიამ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში, მსხვილი ბიზნესის წარმომამდგენლები პრემიერს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შეხვდნენ.

Share