Home » ეკონომიკა » “პირველ კვარტალში ბიზნესსექტორში 27 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა”
"პირველ კვარტალში ბიზნესსექტორში 27 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა"

“პირველ კვარტალში ბიზნესსექტორში 27 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა”

პირველმა ვიცე-პრემიერმა საქართველოს ბიზნეს-ასოციაციისა და დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო.

დიმიტრი ქუმსიშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. მისი განცხადებით, 2017 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში 27 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 4,7%-ით მეტია. საანგარიშო პერიოდში, ასევე, 16%-ით გაზრდილი ბიზნესის გამოშვება და 19 პროცენტით – ბრუნვა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა, ასევე, გაამახვილა ყურადღება მნიშვნელოვნად გაზრდილ მაჩვენებლებზე ექსპორტისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით. მან, ასევე, ისაუბრა ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებულ ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებზე.

Share