Home » ფინანსები » პირებს, რომლებიც ელექტრო/ჰიბრიდულ ძრავიან ავტომობილს იყიდიან, შესაძლოა, 4 წლით საშემოსავლო შეუმცირდეს

პირებს, რომლებიც ელექტრო/ჰიბრიდულ ძრავიან ავტომობილს იყიდიან, შესაძლოა, 4 წლით საშემოსავლო შეუმცირდეს

პირებს, რომლებიც ელექტრო/ჰიბრიდულძრავიან ავტომობილს იყიდიან, შესაძლოა, საშემოსავლო შეუმცირდეს. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადებით, პარლამენტს მოქალაქე გიორგი ლორია მიმართავს.

საკანონმდებლო წინადადების თანახმად, საგადასახადო კოდექსს უნდადაემატოს შესაბამისი პუნქტი, რომლის თანახმადაც, იმ პირების ხელფასისსახით მიღებული შემოსავალი, რომლებიც შეიძენენ ელექტრო, ჰიბრიდულძრავიან ან დატენვად ჰიბრიდულძრავიან ავტომობილებს, შეძენიდან 4 წლის განმავლობაში, დაიბეგრონ 10%-ით.

საკანონმდებლო წინადადების ავტორის შეფასებით, მსგავსი შეღავათით, მოქალაქეები შეძლებენ, ეკოლოგიური თვალსაზრისით უფრო მისაღებიავტომობილის შეძენას.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, აღნიშნული წინადადება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა უნდა განიხილოს და გადაწყვეტილება ბიუროს აცნობოს.

BPN.GE

Share