Home » საზოგადოება » პირები, რომელთაც აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება ეკრძალებათ

პირები, რომელთაც აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება ეკრძალებათ

პრემიერმა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მის მიერვე დაანონსებული ცვლილებების შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და განმარტა, თუ რა მიმართულებით იქნება რეგულაციები:

ჩვენს მოქალაქეებს 25 წლამდე აეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება და ეს შეეხებათ: სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითაკრძალვის მოთხოვნით და ასევე მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ოჯახის წევრების მოთხოვნის საფუძველზე.

ჯამში, პირთა წრე, რომლებსაც შეეზღუდებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა, შეადგენს 1 მლნ ადამიანს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

Share