Home » ეკონომიკა » პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 52,9%-ით შემცირდა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 52,9%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 52,9%-ით შემცირდა.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე.

„საქსტატის“ ცნობით, შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 340.5 მლნ აშშ დოლარით შეამცირა.

Share