Home » საზოგადოება » „პირადად ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ გუშინდელი მოვლენები “ნაცმოძრაობის” მიერ ჩაშლილი მოლაპარაკებების გაგრძელებაა“

„პირადად ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ გუშინდელი მოვლენები “ნაცმოძრაობის” მიერ ჩაშლილი მოლაპარაკებების გაგრძელებაა“

„სინამდვილეში გუშინ ვიხილეთ სამოქალაქო საზოგადოების სტატუსს ამოფარებული “ნაცმოძრაობის” აქტივისტების მიერ განხორციელებული მორიგი სპექტაკლი“, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი გუშინ პოზნერთან დაკავშირებულ მომხდარ ინციდენტს.

“ბანკები და ფინანსები” გვიდიანის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“პროტესტის იმ ფორმით გამოხატვა, რომელიც გუშინ ვიხილეთ, ერთი მხრივ მიუღებელი და, მეორე მხრივ, გაუგებარია. გუშინ ქუჩაში გამოფენილი ურაპატრიოტები საკუთარი პარტიული ინტერესების გასატარებლად ძალიან სახიფათო გზას ირჩევენ ხოლმე და ნებისმიერი ქართველისთვის ყველაზე სენსიტიურ საკითხს ეხებიან – ეროვნულ მოტივებს. შესაბამისად, ასეთი ფაქიზი თემების წინ წამოწევით, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად, პატარ-პატარა დესტაბილიზაციის კერების გაჩენას ცდილობენ. სინამდვილეში გუშინ ვიხილეთ სამოქალაქო საზოგადოების სტატუსს ამოფარებული “ნაცმოძრაობის” აქტივისტების მიერ განხორციელებული მორიგი სპექტაკლი. პირადად ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ გუშინდელი მოვლენები “ნაცმოძრაობის” მიერ ჩაშლილი მოლაპარაკებების გაგრძელებაა.

ახლა კი მათ მინდა ვკითხო, ვინც პოლიტიკისგან დისტანცირებულია, არც “ნაცია”, არც “ქოცია” და უბრალოდ სიგიჟემდე უყვარს თავის ქვეყანა, ვისაც მართლა გული ეტკინა, რომ ანტი ქართული ინტერესების ადამიანი თბილისში ქეიფობდა.

რა გგონიათ, რუსეთში მოიძებნება ვინმე, ვინც იმას ილაპარაკებს, რაც ჩვენ გვაწყობს?

რა გგონიათ რომელიმე რუსეთიდან ჩამოსული ტურისტი, პუტინს და რუსულ პოლიტიკას ადანაშაულებს რამეში?

რა გგნონიათ, რესტორანში მივარდნით და ქვეყნიდან გაძევებით გვარდება ქვეყნებს შორის ურთიერთობები?

რა გგონიათ, რადიკალურად გამოხატული პროტესტი უპირატეს რეჟიმში გვაყენებს?

რა გგონიათ, რაც მეტად შევიგინებით და რაც მეტად დაგვებერება ძარღვები რუსეთს შეეშინდება და იმას გააკეთებს, რაც ჩვენ გვინდა?

რა თქმა უნდა – არა. რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება მხოლოდ რაციონალური, პრაგმატული და პრინციპული პოლიტიკის გატარებით არის შესაძლებელი. არაფერს მოგვცემს ემოციების და ინსტიქტების დონეზე მოქმედება, მხოლოდ ცივი გონებით უნდა ვუყუროთ ყველაფერს და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილებები.

ამიტომ ბოლო-ბოლო საკუთარ თავში უნდა გავერკვეთ, როგორი ურთიერთობა გვინდა რუსეთთან?! უნდა ჩამოვყალიბდეთ მთელი ქვეყანა რას ვითხოვთ რუსეთთან ურთიერთობაში?!

ერთი ხელით მიესალმებოდე 1.5 მილიონ რუს ტურისტს და ამ დროს ერთი თვითმფრინავი ხალხი ქვეყნიდან გააგდო – ეს ფარისევლობაა;

პროტესტი არ გქონდეს რუსულ ინვესტიციებზე და ამ დროს როცა პოლიტიკური ტემპერატურის აწევა გინდა, გაუგებარი ობსტრუქციები მოაწყო – ეს ორმაგი სტანდარტია;

მიესალმებოდე რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს და მეორე მხრივ ვიღაცას მიუვარდე და კვერცხები ესროლო – ეს მამაძაღლობაა;

ტაშს უკრავდე ბუბა კიკაბიძის რუსულად ნამღერ თბილისოს და ამ დროს შეურაცხადი სახით აგინებდე ყველაფერ რუსულს – ეს იდიოტობაა;

P.S. – მეტი ფიქრი გვჭირდება, მეტი რაციონალური აზრი, სხვანაირად არაფერი გამოვა”,  – წერს სოციალურ ქსელში ანდრია გვიდიანი.

 

Share