Home » მსოფლიო » ფრანსუა ფიიონი: საფრანგეთში მკაცრი კონტროლი უნდა დაწესდეს ისლამზე და ისლამური ცენტრების დაფინანსებაზე
ფრანსუა ფიიონი: საფრანგეთში მკაცრი კონტროლი უნდა დაწესდეს ისლამზე და ისლამური ცენტრების დაფინანსებაზე

ფრანსუა ფიიონი: საფრანგეთში მკაცრი კონტროლი უნდა დაწესდეს ისლამზე და ისლამური ცენტრების დაფინანსებაზე

„რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ფრანსუა ფიიონი წინადადებით გამოვიდა, საფრანგეთში ისლამზე მკაცრი კონტროლი დაწესდეს.

 
„საჭიროდ მივიჩნევ, საფრანგეთში, სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი კონტროლი დაწესდეს მუსლიმურ რელიგიაზე. ასევე, მკაცრი კონტროლი უნდა დაწესდეს საზღვარგარეთიდან საფრანგეთში ისლამური ცენტრების დაფინანსებაზე და იმამების მომზადებაზე“, – განაცხადა ფრანსუა ფიიონმა რადიოსადგურ RTL-ის ეთერში.

 

„ფუნდამენტალური ტენდენციების გაძლიერება ისლამის სერიოზულ პრობლემად იქცა და ეს ევროპულ ტრადიციებზე დარტყმას წარმოადგენს“, – აღნიშნა ფრანსუა ფიიონმა.

 

ფიიონმა განაცხადა, რომ რელიგიაზე კონტროლის დაწესება „არ არის რაღაც ექსტრაორდინარული“ საფრანგეთისთვის.

 

„საფრანგეთში უკვე მიღებული იყო ზომები, როდესაც კათოლიკებს საფრანგეთის რესპუბლიკის ღირებულებების პატივისცემა დააძალეს. ასევე, მე-19 საუკუნეში ნაპოლეონ ბონაპარტმა საფრანგეთში კონსისტორია შექმნა, რომელიც იუდაიზმთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებდა“, – დასძინა ფიიონმა.

 

წყარო: ipn.ge

Share