Home » საზოგადოება » ფორუმი მზის ელექტროსადგურის სარგებლიანობის შესახებ – „მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“

ფორუმი მზის ელექტროსადგურის სარგებლიანობის შესახებ – „მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“

ფორუმი მზის ელექტროსადგურის სარგებლიანობის შესახებ მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი

ხვალ, დედამიწის დღეს პროკრედიტ ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის (GEFF)  ორგანიზებით 17:00 საათზე  მწვანე ონლაინ ფორუმი გაიმართება, თემაზე მზის ელექტროსადგურიმდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“.

ფორუმზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, განხილული იქნება პროექტის უპირატესობები ბიზნესისა და გარემოსთვის, დაფინანსების პირობები. ელექტრო ენერგიის ბაზარზე ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებები, რამაც კიდევ უფრო ეფექტური გახადა სუფთა ენერგიის წარმოების პროექტი ბიზნესისთვის.

პროკრედიტ ბანკის წარმატებული მაგალითის საფუძველზე შეფასდება რეალური სარგებელი. მოგეხსენებათ,  ბანკს 2020 წლის ივნისიდან საკუთარი მზის ელექტროსადგური აქვს განთავსებული სათაო ოფისის სახურავზე, რომელიც სუფთა ენერგიას გამოიმუშავებს. ამასთანავე, დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება მოისმინოს სხვა წარმატებული მაგალითები და ბევრი საჭირო ინფორმაცია, რაც მათ გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ. შეხვედრა გაიმართება ქართულ ენაზე.

 სპიკერები:

ალექსანდრე ჯაშიაშვილი – ProCredit Bank

მურად ხარაიშვილი – GEFF საქართველოში

ანდრო ბუთხუზი – GEFF საქართველოში

გრიგოლ გუმბერიძე – Mego.ge

ლევან კობახიძე – Sun house

შეხვედრას მოდერაციას გაუწევს ანა იასეშვილი.

GEFF საქართველოში მხარდაჭერილია მწვანე კლიმატის ფონდისა (GCF) და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს (BMF) მიერ.

 

Share