Home » საზოგადოება » ფონდი „ქართუ“ ბათუმის მერიას სარაგბო ბაზას გადასცემს
ფონდი „ქართუ“ ბათუმის მერიას სარაგბო ბაზას გადასცემს

ფონდი „ქართუ“ ბათუმის მერიას სარაგბო ბაზას გადასცემს

8 მარტს, ბათუმში, ლეონიძის ქუჩზე მდებარე სარაგბო ბაზას ფონდი „ქართუ“ ქალაქის მერიას საზეიმოდ გადასცემს.

ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, ბათუმში, გენერალ აბაშიძისა და ლეონიძის ქუჩების მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების პირველი სარაგბო ბაზა აშენდა, რომელიც რაგბის ორ მოედანს აერთიანებს. ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული მოედნები 2484 და 5000 მაყურებელზეა გათვლილი. სარაგბო კომლექსში დამხმარე შენობები და ავტოსადგომი შედის. თანამედროვე სტანდარტების კომლექსი ადაპტირებულია შშმ პირთათვის.


სამშენებლო სამუშაოები ასოციაცია „ატუმ“ 2014 წელს დაიწყო. სარაგბო ბაზის მშენებლობის მთლიანი ღირებულება 7 მილიონ 355 ათას 157 ლარს შეადგენს. აქედან, 3 მილიონ 596 ათასი ლარი ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯა.

რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფონდმა „ქართუმ” უკვე განახორციელა 11 პროექტი. ფონდი კვლავ აგრეძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვა სარაგბო კომპლექსების მშენებლობა თბილისსა და თელავში. ფონდ „ქართუს“ მიერ აშენებული სარაგბო ბაზები საერთო ჯამში 21 მოედანს მოიცავს.

აჭარაში რაგბი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. რეგიონის მასშტაბით, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში წვრთნას 900-მდე სპორტსმენი გადის.

Share