Home » ახალი ამბები » ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საუკეთესო თანამშრომლები დაჯილდოვდნენ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საუკეთესო თანამშრომლები დაჯილდოვდნენ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ დავების დეპარტამენტისა და აუდიტის დეპარტამენტის 19 თანამშრომელს, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის (თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების შედეგებიდან გამომდინარე) მადლობის სიგელები გადასცა.

შეფასების მეთოდი წარმოადგენს მიზნებისა  და კომპეტენციების მართვის ერთიან სისტემას, რომელიც ხელს უწყობს სამსახურის ორგანიზაციულ განვითარებას, თანამშრომელთა პროდუქტიულობის ზრდას და მათ ძალისხმევას წარმართავს აღსრულების მაღალი სტანდარტის მისაღწევად.

ამასთან, თანამშრომელთა საქმიანობის შეფასება შესრულებული სამუშაოსა და უწყების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილის მუდმივი მონიტორინგია, რომელითაც იზომება თანამშრომელთა მიღწევები, უნარები, პროფესიონალიზმი, მათი განვითარება და ა.შ.

აღნიშნული შეფასების ფარგლებში, უწყების სხვადასხვა დეპარტამენტში, შეფასების შედეგებიდან გამომდინარე, უფრო მაღალ პოზიციაზე დაინიშნა/დაწინაურდა 92 თანამშრომელი.

შემოსავლების სამსახური, თანამშრომელთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით, მუდმივად ახორციელებს პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ სხვადასხვა სახის სასწავლო ტრენინგს.

Share