Home » ფინანსები » ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სებ-ის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.

მოთხოვნამ შეადგინა 46 066 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.380 პროცენტით, მაქსიმალური 8.510 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.459 პროცენტით განისაზღვრა.

ეროვნული ბანკი კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას განაგრძობს

Share