Home » ფინანსები » ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2021 წლის 23 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 76 380 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.450 პროცენტით, მაქსიმალური 8.550 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.472 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

2020 წლის წინასწარი მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 0.3%-ით გაიზარდა

Share