Home » საზოგადოება » ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ლაშა ხუციშვილი დაინიშნა

ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ლაშა ხუციშვილი დაინიშნა

ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ლაშა ხუციშვილი დაინიშნა. ახალი ფინანსთა მინისტრი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

ლაშა ხუციშვილი ამ დრომდე ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 31 მარტს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა.

შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მაჭავარიანს თანამდებობის დატოვების მიზეზი არ დაუსახელებია, მაგრამ განმარტა, რომ პოსტიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გეგმავდა.

თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ წინ იყო კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადადო.

Share