Home » ეკონომიკა » ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე – გრძელვადიან პერიოდში ქვეყანას 10%-იანი ეკონომიკური ზრდა ვერ ექნება

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე – გრძელვადიან პერიოდში ქვეყანას 10%-იანი ეკონომიკური ზრდა ვერ ექნება

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გრძელვადიან პერიოდში ჩვენს ქვეყანას 10%-იანი ეკონომიკური ზრდა ვერ ექნება – თუ ვინმე იტყვის, რომ პირობითად 10-წლიან პერიოდში შეიძლება 10%-იანი ეკონომიკური ზრდა იყოს, ეს არის ტყუილი, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში ფრაქცია “ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარადგინა.

კაკურიძეს “ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მიმართა კითხვით, თუ რატომ ვართ ღარიბი ქვეყანა.

“მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა არაერთი რეფორმა და სწორი ნაბიჯი არაერთი მიმართულებით გადაიდგა, ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდა, გამომდინარე იქედან, რომ ვართ პატარა ეკონომიკა, იმხელა მასშტაბებზე ვერ გავედით, რომ თუნდაც ერთ სულ მოსახლეზე მშპ 10-ათასს დოლარიანი მაჩვენებლი იყოს, რაც ჩვენი ზომის ქვეყნისთვის კარგი მაჩვენებელი იქნებოდა. მოსახლეობის 20% არის სიღარიბეში.

სამწუხაროდ, ეკონომიკური პარამეტრებიდან გვაქვს ძალიან მაღალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რომელიც სიღარიბის ერთ-ერთი წყაროა. როცა მუდმივად გვექნება 10-12%-იანი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკიდან დიდი ნაწილი სხვა ქვეყნებში გაედინება.

პანდემიამდე ბოლო 7-წლიან პერიოდში როგორი დინამიკა იყო ქვეყანაში? – შეიძლება ბევრმა თქვას, რომ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ცოტაა, რა თქმა უნდა 10%-იანი ზრდა ჯობია, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გრძელვადიან პერიოდში, ჩვენს ქვეყანას 10%-იანი ეკონომიკური ზრდა ვერ ექნება“, – განაცხადა გიორგი კაკურიძემ.

Share