Home » ეკონომიკა » ფინანსთა მინისტრი – წინასწარი ინფორმაციით, მარტის 4%-იანი ზრდის ტემპი, აპრილში კიდევ უფრო იზრდება

ფინანსთა მინისტრი – წინასწარი ინფორმაციით, მარტის 4%-იანი ზრდის ტემპი, აპრილში კიდევ უფრო იზრდება

წინასწარი ინფორმაციით, მარტის 4%-იანი ზრდის ტემპი, აპრილში კიდევ უფრო იზრდება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული“ სტუმრობისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2020 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, ასევე, მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში ეკონომიკური აქტივობის შეჩერების შემდეგ, მარტში პირველად დაფიქსირდა 4%-იანი ზრდა, რაც პირველი ნიშანი იყო იმისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის აღდგენა დაიწყო.

„ფინანსთა სამინისტროს ოპერატიული ინფორმაციით, აპრილში ყველა სექტორში შეინიშნება ბრუნვების ზრდა, გაზრდილია ექსპორტი, ასევე, შეინიშნება იმპორტის ზრდა, რასაც შემოსავლების განერირებაზეც აქვს დადებითი ეფექტი, ზრდის ტენდენციით ხასიათდება სავაჭრო ბრუნვები.

გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარტის 4%-იანი ზრდის ტრენდი აპრილში კიდევ უფრო იზრდება. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც წელს ბიუჯეტში გვაქვს განსაზღვრული – 4.3 პროცენტი, ამ მოცემულობიდან გამომდინარე არის რეალისტური“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ ამ ეკონომიკური ზრდის დინამიკა წლის განმავლობაში ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და პირველ რიგში, ესა არის პანდემია, სწორედ ამიტომ, მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია აქტიურად გაგრძელდეს ვაქცინაციის პროცესი.

აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

Share