Home » ფინანსები » ფინანსთა მინისტრი – მომდევნო თვეებში უკვე დავინახავთ მოცემულობას, რომ ინფლაცია შემცირების მიმართულებით წავა

ფინანსთა მინისტრი – მომდევნო თვეებში უკვე დავინახავთ მოცემულობას, რომ ინფლაცია შემცირების მიმართულებით წავა

ვფიქრობ, რომ ჩვენ მომდევნო თვეებში უკვე დავინახავთ მოცემულობას, რომ ინფლაცია შემცირების მიმართულებით წავა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა დასმულ შეკითხვას რეფინანსირების პროცენტის გაზრდასთან დაკავშირებით.

მის თქმით, ეროვნულმა ბანკმა გააკეთა განმარტება, რატომ განახორციელა აღნიშნული ცვლილება.

„ეროვნული ბანკი ამ ინსტუმენტის გარდა იყენებს სხვა ინსტრუმენტებს. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა, ამ ეტაპზე, საწორედ ეს ღონისძიება ჩათვალა ყველაზე ეფექტურად იმისათვის, რომ ინფლაციის ტემპი შენელდეს. ვფიქრობ, რომ ჩვენ მომდევნო თვეებში უკვე დავინახავთ მოცემულობას, რომ ინფლაცია შემცირების მიმართულებით წავა“, – აცხადებს ხუციშვილი.

Share