Home » ფინანსები » ფინანსთა მინისტრი – მოკლევადიან პერიოდში ლარის მკვეთრი მერყეობა არ უნდა გვქონდეს

ფინანსთა მინისტრი – მოკლევადიან პერიოდში ლარის მკვეთრი მერყეობა არ უნდა გვქონდეს

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიმდინარე თვეში ექსპორტის მიმართულებით მნიშვნელოვანი ზრდა უნდა დაფიქსირდეს. როგორც მინისტრმა განმარტა, ექსპორტის ზრდასთან ერთად ლარის კურსთან მიმართებით რამდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი.

“ლარის კურსთან მიმართებაში, პირველ რიგში ფუნდამენტურ და მაკროეკონომიკურ ფაქტორებიდან რამდენიმე კომპონენტს აღვნიშნავ. ეს არის გადმორიცხვები – რომელიც საკმაოდ გაზრდილია ბოლო პერიოდში და კლება არ გვაქვს. მეორე – ექსპორტი, აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს ზრდა გვქონდა. ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარე თვეშიც მნიშვნელოვანი ზრდა უნდა დაფიქსირდეს ექსპორტის მიმართულებით.

რაც ნიშნავს, რომ შემოდინებების ნაკადების აღდგენა ხდება. მესამე – ტურიზმის მიმართულება, რომელიც დამოკიდებულია პანდემიის მართვასთან. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. ცნობილია, რომ ვაქცინაციის პროცესი ევროკავშირის ქვეყნებშიც სირთულეებით დაიწყო.

თუმცა ყველა ინფორმაციით რაც გამაჩნია, არის მოლოდინი, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვნად დაჩქარდეს. ეს კი ერთ-ერთი განმაპირობებელია, რომ შევძლოთ ეკონომიკის სრული გახსნა, წელს ტურიზმის ნაწილობრივ და მომავალ წელს მნიშვნელოვანი აღდგენა.

ყველა ეს ფაქტორი გვაძლევს მოლოდინს, რომ ლარის მკვეთრი მერყეობა მოკლევადიან პერიოდში არ უნდა გვქონდეს”, – განაცხადა ლაშა ხუციშვილი.

Share