Home » ფინანსები » ფინანსთა მინისტრი – ინფლაცია არის ეკონომიკურ ნაწილში, პანდემიის ერთ-ერთი გვერდითი ეფექტი

ფინანსთა მინისტრი – ინფლაცია არის ეკონომიკურ ნაწილში, პანდემიის ერთ-ერთი გვერდითი ეფექტი

ინფლაცია არის ეკონომიკურ ნაწილში, პანდემიის ერთ-ერთი გვერდითი ეფექტი, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ინფლაციის მატება საგარეო ეკონომიკურ ფაქტორებზე არის დამოკიდებული.

„ჩვენ ვხედავთ ინფლაციურ პროცესებს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში. ინფლაციური 10 წლის მაჩვენებლის მაქსიმუმი დაფიქსირდა ევროპაში, აშშ-ში და ყველა სხვა ქვეყანაში, შესაბამისად, ეს არის პროცესი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას საგარეო ფაქტორიდან გამომდინარე გადაეცემა.

თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფლაციური პროცესები რამდენიმე თვეში შემცირდება და მომავალი წლიდან უკვე მიზნობრივ მაჩვენებელს უნდა დაუახლოვდეს“, – აღნიშნა ხუციშვილმა.

მისივე განმარტებით, დღეისთვის საქართველოში პოზიტიური პროგნოზის საფუძველი არსებობს.

„ეროვნული ბანკი მის ხელთარსებულ ყველა ინსტრუმენტს იყენებს იმისათვის, რომ ინფლაციური მოლოდინები არ შეიქმნას და ინფლაციის სწრაფად დაუბრუნდეს მიზნობრივ დონეს“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

Share