Home » საზოგადოება » ფინანსთა მინისტრი – გამოვლენილ ყალბ დღგ-ებთან მიმართებაში რაიმე ტიპის არსებითი ზრდა არ გვაქვს

ფინანსთა მინისტრი – გამოვლენილ ყალბ დღგ-ებთან მიმართებაში რაიმე ტიპის არსებითი ზრდა არ გვაქვს

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, გამოვლენილ ყალბ დღგ-ებთან მიმართებაში რაიმე ტიპის არსებითი ზრდა არ გვაქვს.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ბიზნესს გასული წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის თანხა დაუბრუნდა დღგ-ს ზედმეტობის სახით.

“ჩვენ სახეზე გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი თანხა, რომელიც ბიზნესს დაუბრუნდა დღგ-ს ზედმეტობის სახით. ეს არის 1 მილიარდ 930 მილიონი ლარი 2021 წელს. ამ მაჩვენებელს თუ შევადარებთ გასულ პერიოდს, ეს არის დაახლოებით, 11 წლის განმავლობაში რაც ჯამურად დაბრუნებულა და კიდევ უფრო მეტი.

ბუნებრივია, ეს მოითხოვს შესაბამისი სისტემების დანერგვას და რეფორმა, რომელიც მომზადდა, სწორედ ამას გულისხმობდა, დაინერგა შესაბამისი ელექტრონული სისტემები, მათ შორის, კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის შემოღება. ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფაქტები, რომლის გაცხადებაც ხდება შემოსავლების სამსახურის მიერ, არის ერთგვარი პრევენციის მექანიზმიც იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები, რაც შეიძლება ნაკლები მოხდეს.

ამასთანავე, სისტემა იძლევა მსგავსი ფაქტების დროულად გამოვლენის საშუალებას, რათა შესაბამისი პირები სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცენ. გამოვლენილ ყალბ დღგ-ებთან მიმართებაში რაიმე ტიპის არსებითი ზრდა არ გვაქვს.

სისტემა მუშაობს ნამდვილად გამართულად და უზრუნველყოფს იმას, რომ მოხდეს ზედმეტად დაბრუნებული თანხების მიწოდება ბიზნესზე, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით”,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

Share