Home » ფინანსები » ფინანსთა მინისტრი – გადაწყვეტილებები, რომელსაც ეროვნული ბანკი იღებს, მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ეტაპობრივად დაუბრუნდეს მიზნობრივ ნიშნულს

ფინანსთა მინისტრი – გადაწყვეტილებები, რომელსაც ეროვნული ბანკი იღებს, მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ეტაპობრივად დაუბრუნდეს მიზნობრივ ნიშნულს

გადაწყვეტილებები, რომელსაც ეროვნულ ბანკი იღებს მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ეტაპობრივად დაუბრუნდეს მიზნობრივ ნიშნულს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ხუციშვილი აღნიშნავს, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაცილებულია.

„რაც შეეხება ფასების ზრდას, ინფლაციას. ინფლაცია საკმაოდ არის დაცილებული მიზნობრივ მაჩვენებელს, რომელიც განსაზღვრული აქვს ეროვნულ ბანკს. ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგა ეროვნულმა ბანკმა, რომ ნელ-ნელა დაუახლოვდეს ინფლაქცია მიზნობრივ მაჩვენებელს.

თქვენ იცით, რომ რეფინანსირების განაკვეთი საკმაოდ მაღალია, რომელიც ბოლო პერიოდში შეცვალა ეროვნულმა ბანკმა. ეს და სხვა გადაწყვეტილებები, რომელსაც ეროვნულ ბანკი იღებს მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ეტაპობრივად დაუბრუნდეს მიზნობრივ ნიშნულს, რომელიც განსაზღვრულია“, – აღნიშნავს ხუციშვილი.

Share