Home » მსოფლიო » ფილიპინებმა კოვიდვაქცინა მიიღო

ფილიპინებმა კოვიდვაქცინა მიიღო

ფილიპინებმა COVID-19 ვაქცინის დოზის პირველი პარტია მიიღო. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე Sinovac Biotech-ის საწყისი, 600 000 დოზის მიღებას დაესწრო.

ტვირთი ადგილზე ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავმა ჩაიტანა. ფილიპინები წელს კიდევ კორონავირუსის ვაქცინინს 25 მილიონ დოზას მიიღებს.

პირველ ეტაპზე ჯანდაცვის მუშაკების, პოლიციელებისა და სამხედრო პერსონალის აცრას გეგმავენ. ფილიპინები სხვა მწარმოებლებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს და Astrazeneca-ს ვაქცინის 525,600 დოზას, სავარაუდოდ ორშაბათს მიიღებს.

 

Share