Home » მსოფლიო » ფილიპინების პრეზიდენტი მოსახლეობას – ირჩევთ ვაქცინაციას ან თქვენი დაპატიმრება მომიწევს

ფილიპინების პრეზიდენტი მოსახლეობას – ირჩევთ ვაქცინაციას ან თქვენი დაპატიმრება მომიწევს

ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე აცხადებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქციანაციაზე უარს იტყვიან, პატიმრობა ემუქრებათ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ირჩევთ ვაქცინაციას, ან თქვენი დაპატიმრება მომიწევს,“- განაცხადა დუტერტემ სატელევიზიო მიმართვაში.

ცნობისათვის, ფილიპინებში წლის ბოლომდე 70 მილიონი ადამიანის ვაქცინაცია იგეგმება და ჯერჯერობით სრულად ვაქცინირებული მხოლოდ 2.1 მილიონი მოქალაქეა.

ფილიპინებში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 1.3 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსს 23 000 ადამიანი ემსხვერპლა.

ipn.ge

Share