Home » მსოფლიო » Philip Morris-მა ბრენდირებული მარიხუანას გაყიდვა დაიწყო
Philip Morris-მა ბრენდირებული მარიხუანას გაყიდვა დაიწყო

Philip Morris-მა ბრენდირებული მარიხუანას გაყიდვა დაიწყო

Philips Morris-მა აშშ-ს 4 შტატში Marlboro “M”-ის, ბრენდირებული მარიხუანას სიგარეტების, გაყიდვა დაიწყო. კერძოდ, ვაშინგტონში, ორეგონში, კოლორადოსა და ალიასკაში, ამჟამად მიღებული კანონის თანახმად, ერთ მყიდველს მხოლოდ ერთი კოლოფის ყიდვის უფლება აქვს. მინიმალური ასაკი 21 წელია ხოლო ფასები 89 დოლარიდან  იწყება.

“ჩვენი კომპანია დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებდა კანაფის ბაზრის მონიტორიგს. საფუძვლიანი შესწავლების შედეგად, გადაწყდა რომ ჩვენ ამ ბაზარზე დავიმკვიდრებთ თავს, რითაც მარიხუანის ლეგალიზაციას დავუჭერთ მხარს”, – განაცხადა კომპანიის უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა მარკეტინგის საკითხებში.

Philip Morris-ის Marlboro M-ის სერტიფიცირებული მაღაზიების გარდა, ნებისმიერ სხვა ადგილას გაყიდვა-შეძენა, კანონით დასჯადია, რაც ჯარიმასა ან/და თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

marlboro-m

აქვე, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ განსხვავებით თამბაქოსაგან, შეფუთვაზე “მოწევა კლავს”, ან რაიმე მსგავსი შინაარსის ტექსტი დატანილი არ არის.

Share