Home » საზოგადოება » ფერაძე: ღამის კლუბებთან და შესაბამის ასოციაციებთან დამატებითი რეგულაციების დაგეგმვაზე ფაქტობრივად შეთანხმება მიღწეულია

ფერაძე: ღამის კლუბებთან და შესაბამის ასოციაციებთან დამატებითი რეგულაციების დაგეგმვაზე ფაქტობრივად შეთანხმება მიღწეულია

ღამის კლუბებთან და შესაბამის ასოციაციებთან დამატებითი რეგულაციების დაგეგმვაზე ფაქტობრივად შეთანხმება მიღწეულია,- ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

„დღეს ჯანდაცვის სამინისტროში ღამის კლუბებთან, შესაბამის ასოციაციებთან რიგით მეხუთე შეხვედრა გაიმართა. ვიმსჯელეთ იმ დამატებით რეგულაციებზე, რომელიც უნდა დაინერგოს მწვანე პასპორტებთან ერთად და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ შეთანხმება მიღწეულია.

პირველ ეტაპზე საბჭოს ჩვენ წარვუდგენთ წინადადებას, რომ გარდა მწვანე პასპორტებისა, ასევე შესაბამისი სავენტილაციო სისტემებით, ადამიანის რაოდენობრივი შეზღუდვით, საუბარია ტევადობის 50%-ზე, განახლდეს მათი ფუნქციონირება“,- განაცხადა ბექა ფერაძემ

Share