Home » ფინანსები » ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მთავრობა ერთჯერად სოციალურ დახმარებას გასცემს

ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მთავრობა ერთჯერად სოციალურ დახმარებას გასცემს

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.
განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
https://www.facebook.com/GeorgianGovernment/posts/1990019651135929
Share