Home » ფინანსები » „ფასების ზრდა მედიკამენტებზე და პროდუქტებზე უფრო მაღალია, ვიდრე სამომხმარებლო ფასების ინდექსი, ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი“

„ფასების ზრდა მედიკამენტებზე და პროდუქტებზე უფრო მაღალია, ვიდრე სამომხმარებლო ფასების ინდექსი, ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი“

„ფასების ზრდა მედიკამენტებზე და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე უფრო მაღალია, ვიდრე სამომხმარებლო ფასების ინდექსი, ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი“, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, სადაც პენსიონერების სესხზე მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

მისი თქმით, პენსიების მატება ეტაპობრივად ხდება. როგორც კოვზანაძე აღნიშნავს, წელსაც, მიუხედავად რთული ეკონომიკური ფონისა, პენსიები გაიზარდა და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან ინდექსაციის კანონის მიხედვით, ყოველწლიურად მოხდება პენსიების მატება ინფლაციის გათვალისწინებით, მინიმუმ 20 ლარის ოდენობით.

„მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ფაქტია, რომ ფასების ზრდა მედიკამენტებზე და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე უფრო მაღალია, ვიდრე სამომხმარებლო ფასების ინდექსი, ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი. ამ ფონს იმ პენსიონერებისთვის, ვისაც სესხი სჭირდება, ამძიმებს სესხზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ და ხაზი გაუსვა, პრობლემა ეტაპობრივად უნდა მოგვარდეს.

როგორც საკომიტეტო მოსმენის შემდეგ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის რეკომენდაცია, რომ ფინანსთა სამინისტრომ, ეროვნულ ბანკმა, სოციალური მომსახურების სააგენტომ ერთობლივად იმუშაონ იმ მექანიზმებზე რათა პენსიონერთა სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირება მოხდეს.

Share