Home » ფინანსები » ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად ბიუჯეტიდან წელს დამატებით 35 მლნ ლარი გამოიყოფა
ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად ბიუჯეტიდან წელს დამატებით 35 მლნ ლარი გამოიყოფა

ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად ბიუჯეტიდან წელს დამატებით 35 მლნ ლარი გამოიყოფა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის 35 მილიონი ლარი ემატება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების საკითხს განიხილავენ.

მისივე თქმით, სოფლის მეურნოების სამინისტროს შემთხვევაში მატება ორი მიმართულებითაა, ერთია, სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია. ხოლო მეორე მიმართულებაა – ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები.

კაკაურიძის განცხადებით, აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით დამატებით გათვალისწინებულია 35 მლნ ლარი, მათ შორის ტექნიკის შეძენა – 20 მლნ ლარი, ხოლო საწამლი საშუალებების შეძენა – 15 მლნ ლარი.

„მოგეხსენებათ, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 14 მილიონი ლარი, თუმცა როდესაც დეტალურად განვიხილეთ ის ღონისძიებები, რაც უნდა განხორციელდეს მომდევნო წლის განმავლობაში, ჯამური თანხა შეადგენს, დაახლოებით, 48-49 მილიონ ლარს. წელს ჩვენ 15 მილიონ ლარს ვუმატებთ სამინისტროს შხამ-ქიმიკატების შესაძენად, პროცედურებს წელსვე დაიწყებენ და გარკვეული მოცულობით წელსვე შეიძენენ შხამ-ქიმიკატებს. მეორე მიმართულება, რაზეც თანხა ემატება, ეს არის ტექნიკა, რომელიც საჭირო იქნება საგაზაფხულო სამუშაობზე ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის. სპეციალური ტექნიკის შესაძენად ემატრება 20 მილიონი ლარი“, – განაცხადა კაკაურიძემ.

Share