Home » საზოგადოება » ფარმაცევტულ სექტორში მონოპოლისტური ვერტიკალები უნდა დაიშალოს – დიმიტრი ხუნდაძე

ფარმაცევტულ სექტორში მონოპოლისტური ვერტიკალები უნდა დაიშალოს – დიმიტრი ხუნდაძე

პრემიერ მინისტრმა ფარმაცევტული დარგისთვის ახალი რეგულაციების შემოღება დაანონსა.

ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას დღეს საკანონმდებლო ორგანოში, პლენარულ სესიაზე გამოეხმაურა ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, დიმიტრი ხუნდაძე.

“წამალზე გაზრდილი ფასები ყველაზე მძიმედ აწევს მოსახლეობის იმ სეგმენტს, რომელიც ყველაზე ხშირად მოიხმარს ფარმაცევტულ პროდუქტს და მისი ფასები აბსოლუტურად შეუსაბამოდ იზრდება.

რაც მნიშვნელოვანია, აქ მონოპოლისტური ვერტიკალები უნდა დაიშალოს და გაიზარდოს მედიკამენტების როგორც გეოგრაფიული, ისე ფინანსური ხელმისაწვდომობა, ეს უნდა იყოს მაღალი ხარისხის ეფექტური და უსაფრთხო მედიკამენტების ფონზე”- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Share