Home » ბიზნესი » “ფარდეპოს” და GPC-ის გაერთიანების მიუხედავად, ეს კომპანია ვერ გახდა ნომერ პირველი მოთამაშე ბაზარზე”
"ფარდეპოს" და GPC-ის გაერთიანების მიუხედავად, ეს კომპანია ვერ გახდა ნომერ პირველი მოთამაშე ბაზარზე"

“ფარდეპოს” და GPC-ის გაერთიანების მიუხედავად, ეს კომპანია ვერ გახდა ნომერ პირველი მოთამაშე ბაზარზე”

„იანდექსთან“ დაკავშირებით მომჩივანე მხარის მხრიდან არ მოხდა არასრულად წარდგენილი საჩივრის დაზუსტება“

 

საქართველოს ბაზრებზე სხვადასხვა სექტორში არსებული კონკურენციის, მთავარი გამოწვევების და არსებული პრობლემების შესახებ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნოდარ ხადურმა ტელეკომპანია ,,ტვ პირველის” გადაცემა ,,ბიზნესკონტრაქტში” ისაუბრა.

რას მიიჩნევთ კონკურენციის მთავარ გამოწვევად?

გამოწვევები, რა თქმა უნდა, არსებობს ქვეყანაში. საერთოდ, არ არსებობს ეკონომიკა, სადაც არ არსებობს რისკები იმისა, რომ გარკვეული მიზეზების გამო კონკურენცია ირღვეოდეს. ზოგიერთ კომპანიებს აქვთ მონოპოლიები, ჩვენ ამას მონოპოლიებს არ ვეძახით და ვეძახით ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის მქონეს ბაზრზე. თავისთავად ცხადია, სახელმწიფოს ერთ-ერთი ამოცანაა და როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ვაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს, მას ვისაც აქვს დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე, ბოროტად არ უნდა გამოიყენოს. ვმუშაობთ რამდენიმე სერიოზული მიმართულებით. ეს არის კონცენტრაციები ბაზარზე. ვნახულობთ რომელიმე კომპანიებს ხომ არ აქვს იმაზე მეტი წილი ბაზარზე, ვიდრე ამას ითვალისწინებს ქართული კანონმდებლობა და ევროპული სტანდარტები. გარდა ამისა კომპანიებთან ერთად ვიხილავთ მათი სამომავლო საქმიანობის პერსპექტივებს. თავისთავად ცხადია არა ყველა ბიზნესში, მაგრამ გვაქვს გარკვეული ქეისები რომელზეც ვმუშაობთ.

კონკურენციასთან დაკავშირებით რამდენიმე გახმაურებული ქეისი იყო. პირველი არის ნავთობპროდუქტების ბაზარი და ის შედეგები რაც დადგა ბაზარზე მყოფი კომპანიებისთვის, თუმცა ეს კიდევ სასამართლოს განხილვის საგანია. როგორია ამ საქმეზე მუშაობის სპეციფიკა და რა ხდება მათი სასამართლოში გადანაცვლების შემდეგ?

კონკურენციის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენი ეკონომიკისათვის უპრეცედენტოდ მაღალი ჯარიმებია ნომინალში გამოხატული, თუმცა პროცენტულად ეს არ არის ძალიან მაღალი. კანონით გათვალისწინებულ ნორმებში ჯდება. ყველა კომპანიამ, რომელიც დაჯარიმებულია, ლოგიკურია გაასაჩივრა. რამდენიმე კომპანიის მიმართ პირველ ინსტანციაში უკვე დასრულდა საქმე. პირველმა ინსტანციამ დატოვა ძალაში მიღებული გადაწყვეტილება. ერთი კომპანიის მიმართ ველოდებით პირველი ინსტანციის შედეგს. არის რამდენიმე თემა, რომელიც უნდა განიხილოს სააპელაციო სასამართლომ. ჯერჯერობით ყველა ჩვენი გადაწყვეტილება ძალაშია.

ჩვენ ვიცით რომ ფოთის პორტთან დაკავშირებული საქმის მოკვლევის ვადა გახანგრძლივდა. რა ეტაპზეა აღნიშნული საქმე?

ფოთის პორტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ტარიფთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტომ შეაჩერა. სასამართლომ დაადასტურა შეჩერება. დღესაც მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენ ვითვალისწინებთ თუ რა ტიპის გამოცდილებები არსებობს, არა მარტო ფოთში, არამედ მსოფლიოს ანალოგიური გეოგრაფიული ან ინფრასტრუქტურული პროექტების შემთხვევაში. გასულ კვირაშიც მქონდა შეხვედრა ფოთის პორტის წარმომადგენლებთან. ისინი მათი ტარიფის დადგენას ითხოვენ, რათა გააგრძელონ საქმიანობა და გაფართოება. ისინი აპირებენ ინვესტირებას. ამავე დროს იქ გვყავს 16 გადამზიდავი ორგანიზაცია, ტერმინალი, რომლებიც ჩივიან. ჩვენ ძალიან პატარა ორგანიზაცია ვართ, სულ 40 თანამშრომლისგან შემდგარი. თუმცა ვცდილობთ ძალიან სენსიტიური თემა საკმაოდ სწრაფად გავიაროთ. არის საკითხები, რომელიც არა მარტო ჩვენს მუშაობას უკავშირდება, არამედ ჩვენთვის შესაბამისი ინფორმაციის მოწოდებას. ვცდილობთ მაქსიმალურად სრულყოფილი ინფორმაცია მოვიზიდოთ, შემდეგ კონსულტაციები გვქონდეს დარგის სპეციალისტებთან, არა მხოლოდ გადამზიდავებთან, არამედ ტექნიკურ უნივერსიტეტთან, მეცნიერებთან, დარგის სპეციალისტებთან, არასამთავრობო სექტორთან. საკმაოდ განხრძილივი პროცესია და ვცდილობთ საკმაოდ გამჭირვალენი ვიყოთ ჩვენს საქმიანობაში, რომ არც ერთი კითხვა გაუცემელი არ დავტოვოთ.

რაც შეეხება სათამაშოების ბიზნესს, ამ შემთხვევაში ბაზრის მოკვლევა არ დაიწყო, კონკურენციის საგენტომ უარი განაცხადა. რა ხდება ამ სექტორში?

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ წინასწარ მოკვლევას ვაწარმოებდით, საუბარია იმაზე რომ ბავშვთა სათამაშოები, რომლებსაც აქვთ გარკვეული ნიშანი – CE – შემოვიდა ჩვენთან განაცხადი, რომ არ შეესაბამებოდა ხარისხს. უნდა აღინიშნოს, რომ ვალდებულებები, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულებით გვაქვს განსაზღვრული, 2019 წელს შედის ეს ვალდებულება ძალაში. კომპანიები, რომლებსაც შემოავთ სათამაშოები, არ აქვთ ამ ეტაპზე შესაძლებლობა გადაამოწმონ თუ რამდენად ზუსტად არის აღნიშნული ეს ორი ასო. ამავე დროს აღმოჩნდა ამავე სახის ნიშანი იმ ქვეყნის ნიშანიც, რომელი ქვეყნიდანაც შემოდის სათამაშოები. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე, ვმუშაობთ ევროპელებთანაც, ექსპერტებთანაც, მათ შორის სამხარაულის ექსპერტიზასთან, პრაქტიკულად ყველა იმპორტიორ კომპანიასთან და მინდა გითხრათ, რომ ვერ აღმოვაჩინეთ ამ ეტაპზე კონკურენციის დარღვევის შემთხვევა. ესეც მომართვის საფუძველზე იყო. ცხადია, ვერ შევისწავლით პროდუქციის ხარისხს, ეს სცილდება ჩვენს კომპეტენციას. ჩვენ ვსწავლოტ, ვიკვლევთ გამოიკვეთებოდა თუ არა ამ სფეროში კონკურენციის დარღვევა. ამ ეტაპზე კონკურენციის დარღვევას ადგილი არ ჰქონდა.

ყავის ბაზარზე გაცემული რეკომენდაციები არ იყო წმინდად დაკავშირებული პროცესთან, რა ხდება ამ მიმართულებით?

რეკომენდია შეგვიძლია გავცეთ და მათ შორის შეიძლება იყოს, რომ რომელიმე ორგანომ, რომელსაც აქვს შესაძლებლობა დაადასტუროს რამდენად არის ეს ნიშანი რამდენაც შეესაბამება თუნდაც ყავის შემთხვევაში. არის ქვეყნები და ამ ქვეყნებში არსებული ლაბორატორიები, რომლებსაც აქვთ ძალიან მაღალი ნდობა და თუ წარმოდგენილი იქნება შესაბამისი სერტიფიკატი მას გადამოწმება არ სჭირდება.

ყავის ბაზარი იმიტაც იყო საინტერესო, რომ ეს არის რომელიმე კონკრეტული საჩივრის საფუძველზე. კონკურენციის სააგენტო თავად დაინტერესდა ამ საქმით. რა კრიტერიუმებს არჩევთ როცა ინტერესდებით ამა თუ იმ ბაზრით და ხომ არ თვლით ყავის ბაზარი ფუჭი მაგალითია შედეგების თვალსაზრისით?

ყველა თემა რომელზედაც ვმუშაობთ საინტერესოა. ცხადია, ვსვწავლობთ დარგებს, სადაც ექსპერტების და საზოგადოების აზრია შექმნილი, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სფეროსთან, რომელზეც კონკურენციის დარღვევამ შესაძლოა გარკვეული შედეგები გამოიწვიოს. ამ მიმართულებით ჩვენ ბევრი სხვა ბაზარი შევისწავლეთ. მიმდინარეობს რამდენიმე ბაზრის მონიტორინგი, რამდენიმე მოკვლვევა მიმდინარეობს. შესაბამისად, თითოეული თემა, რომელსაც შევიწავლით არ იქნება ფუჭი და ფუჭად გადაყრილი რესურსები. ცხადია, თემების შერჩევას უნდა მოვეკიდოთ იმ მიმართულებით, რესურსი არის შეზღუდული და უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალური ეფექტის მისაღებად.

რეკომენდაციების გათვალისწინება სავალდებულო არ არის, თუმცა თქვენს მიერ გაცემული რეკომენდაციების მონიტორინგს თუ ახდენთ?

ჩვენ ვადენევბთ თვალს თუ რა ბედი ეწევა გაცემულ რეკომენდაციებს, რომლები იქნა გათვალისწინებული, რომლები არა. გვაქვს კონკრეტული შედეგებიც. მაგალითად, გავეცით რეკომენდაცია ფიზიკური პირების ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით შემსყიდველ ორგანიზაციებს, რომ მათ უფრო ნათლად ჩამოაყალიბონ სატენდერო პირობები და უფრო მეტი შესაძლებლობა მისცენ სადაზღვევო კომპანიებს მონაწილეობის მიღებაში. ამა ჩვენი პარტნიორები გაგებით მოეკიდნენ, მათ შორის სახელმწიფო საწარმოები, ის სტრუქტურები, რომლებიც კორპორატიულად აზღვევენ თავიან ტანამშრომლებს. ანალოგიური რეკომენდაციები გვაქვს გაცემული სხვა მიმართულებითაც. თანამშრომლობის სურვილი პრაქტიკულად ყველა შემთხვევაშია.

ფარმაცევტულ ბაზართან დაკავშირებით იყო GPC და ABC ფარმაციის კონცენტრაციის საკითხი, სადაც დადგინა რომ ეს კონკურენციასთან თავსებადია. ასევე იყო საჩივარი „ჰუმანითი ჯორჯიასთან“ დაკავშირებით, აქაც დარღვევა არ გამოვლენილა. რეალურად შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, მედიკამენტებზე მაღალი ფასი არ არის კონკურენციის დარღვევის შედეგად წარმოქმნილი?

რაც შეეხება ფარმაციის კონცენტრაციას, როცა ჩვენ დავრთეთ ნება „ფარმადეპო“ და GPC გაერთიანებულიყო, ამ შემთხვევაში მიუხედავად შერწყმისა ეს ფირმა ვერ გახდა ნომერ პირველი მოთამაშე ბაზარზე. ბრუნვის მიხედვით ის რჩება მეორე ადგილზე. ბაზარზე სამი მსხვილი მოთამაშეა წარმოდგენილი. გარდა ამისა ასეულობით წვრილი მოთამაშეც. უნდა აღინიშნოს, ბაზარზე დომინირებული მდგომარეობა არც ერთ კომპანიას არ აქვს. ზოგადად მთელი ბაზარი არ შეგვისწავლია. შევისწავლეთ კონცენტრაციასთან დაკავშირებული საკითხი და მივიჩნიეთ რომ აქ არ იქნებოდა კონკურენციის დარღვევის ფაქტი. არის სხვა საკითხები, რომელიც ჩვენი სამსახურის კომპეტენციას სცდება. ფარმაცევტული საზოგადოებისგან იყო შიშები ამ გაერთიანებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს უფრო სხვა თემაა, სხვა მარეგულირებელი ორგანოს კომპეტენციაა. არ გამოვრიცხავ აღნიშნულ ბაზარზე კვლავ განვახორციელოთ მონიტორინგი. მზად ვართ ჩვენი რესურსების სწორი გამოყენებისთვის.

როგორია თქვენი დამოკიდებულება PPP პროექტების მიმართ?

– კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როცა სახელმწიფო ეხმარება კომპანიებს, ეს არ ითვლება კონკურენციის დარღვევად. მე, როგორც ეკონომისტს, მიმაჩნია რომ თუ გვაქვს შესაძლებლობა სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას, PPP პროექტები არის საუკეთესო გამოსავალი და ამას ადასტურებს ძალიან დიდი გამოცდილება, მათ შორის საქართველოს გამოცდილებაც, თუნდაც ენერგეტიკული თემები. ეს ხელს უწყებს რესურსების ეფექტურად გამოყენებას, სამუშაო ადგილების შექმნას, კონკურენციის გაძლიერებას და ეკონომიკის აღმავლობას. ასე რომ ამაში ცუდი არაფერია. მუშაობას ეკონომიკური გუნდი, რომ ასეთი პროექტები განხორციელდეს იქ, სადაც ამის საჭიროებაა.

თუ ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც კონკურენციის სააგენტო დაინტერესედა სახელმწიფო რამდენად ერევა ბაზარზე კონკურენციაში?

უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ რამდენიმე თემას, მათ შორის სადაზღვევო ბაზარს, სახელმწიფო დახმარებების თემას, ვსწავლობთ. ვიძლევით შესაბამის რეკომენდაციებს. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთ მუნიცაპალიტეტზე დახმარების ქეისი. ყველა გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს, ყველა ქალაქის მერს გავუგზავნეთ წერილი და მოვითხოვეთ ინფორმაციები.

თუ ყოფილა ისეთი ქეისები, რომ ხარვეზებია თქვენთან მომართვისას წარმოდგენილ დოკუმენტაციაში?

– ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ვინტერესდებით. მაგალითად, „იანდექსის“ მიმართებაში, როცა ჩვენთან შემოვიდა საჩივარი, ის საჩივარი არ იყო იმ ფორმით სრულად წარმოჩენილი როგორც საჭიროა. ვითხოვეთ საჩივრის დაზუსტება. მომჩივანმა მხარემ აღარ დააზუსტა საჩივარი. მიზეზი უცნობია. შემოვიდა საჩივარი ქალაქ გორიდან მოქმედი 12 კომპანიის მიმართ, რომელიც ემსახურება მოსახლეობას ტაქსებით, გამოითქვა მოსაზრება იქაც ანალოგიური ქეისის არსებობის.

– იგივე მდგომარეობა სიტროენთან დაკავშირებით?

– სიტროენთან დაკავშირებით საუბარი იყო არასწორად გამოცხადებულ ტენდერზე. ჩვენ მოვიკვლიეთ, მათ შორის სპეციალურ ავტომანქანებთან დაკავშირებით და აღმოჩნდა, რომ მაგალითად, ქრეშ-ტესტი უნდა ჰქონდეს თუ არა ჩატარებული სასწრაფო დახმარების მანქანას, ცხადია უნდა ჰქონდეს.

– ბილაინის შემთხვევა არის ახალი და თქვენ კომუნიკაციის მარეგულირებელ კომისიასთან მემორანდუმი გააფორმეთ. რას გულისხმობს ეს მემორანდუმი და აქვს თუ არა ამ შემთხვევაში ბილაინს საშუალება თქვენც მოგმართოს და მარეგულირებელსაც?

– არა. ორივეს ერთად არ უნდა მოგვმართოს. ჩვენთან, როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში, მიმდინარეობს საინტერესო პროექტები. იქ არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საკმაოდ დიდი პროექტი, ჩვენთან ევროკავშირის პროექტი, რომელიც კანონმდებლობის სრულყოფას ითვალისწინებს, ე.წ. „თეთრი ლაქების“ აღმოფხვრას. მქონდა საკმაოდ კარგი შეხვედრა კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძესთან და შევთანხმდით რომ არის თემები სისხლხორცეულად მარეგულირებელი კომისიის და ჩვენ იმ თემებში ვერ შევალთ, მათ შორის ბილაინის თემა. იმავე სექტორში თუ იქნება თემები, რომელიც გამოდის კომუნიკაციების კანონიდან, მაგალითად კონცენტრაციების თემა, ეს იქნება კონკურენციის სააგენტოს თემა. ჩვენ მუდმივად გავუცვლით ერთმანეთს ინფორმაციას. ანალოგიური შეთანხმება გვაქვს სემეკთანაც.

 

Share