Home » საზოგადოება » „ფაქტობრივად ხალხმა, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისშია, ერთხმად დაგვიდასტურა, რომ მიშას თამაშს თამაშობენ“

„ფაქტობრივად ხალხმა, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისშია, ერთხმად დაგვიდასტურა, რომ მიშას თამაშს თამაშობენ“

„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დატოვა.

როგორც ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის წარმომადგენლებისგან მოისმინეს, რომ „მიშას თამაშს თამაშობენ“.

„ფაქტობრივად ხალხმა, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისშია, ერთხმად დაგვიდასტურა, რომ ისინი მიშას თამაშს თამაშობენ. მაგალითად, კახა კუკავამ მითხრა, გვაცალეთ, მიშას თამაშის თამაში. ზოგადად, განწყობაც ეს იყო, სადაც აღვნიშნეთ, რომ მიშას თამაშში ჩვენი ადგილი არ არის.

ჩვენ სამი საკითხი გვქონდა, რომლის განხილვაც გვინდოდა და ფაქტობრივად ეს სამი საკითხი ისეთი იყო, რომელზეც მსჯელობა თუ დაიწყებოდა აღმოჩნდებოდა, რომ რაც ჩვენ გვინდოდა ის იყო სამართლიანი. ფაქტობრივად გვითხრეს, რომ ოპოზიცია გადადის სხვა „მოუდზე““,- განაცხადა ხვიჩიამ.

Share