Home » მსოფლიო » „ფაინენშალ თაიმსი“ – დიდ ბრიტანეთში გარდაცვლილთა რიცხვი საავადმყოფოს მონაცემებზე ორჯერ მაღალია

„ფაინენშალ თაიმსი“ – დიდ ბრიტანეთში გარდაცვლილთა რიცხვი საავადმყოფოს მონაცემებზე ორჯერ მაღალია

გამოცემა „ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა, ორჯერ მაღალი იყოს.

ოფიციალური მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 20 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა ეს რიცხვი არ ითვალისწინებს გარდაცვალების იმ შემთხვევებს, რომლებიც საავადმყოფოების გარეთ მოხდა.

გამოცემა, ეროვნული სტატისტიკის ოფისის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყნის მასშტაბით ახალ კორონავირუსს სულ 41 000 ადამიანი ემსხვერპლა.

Share