Home » მსოფლიო » პეტრო პოროშენკო: უკრაინა ნატო-ში გასაწევრიანებლად ჯერჯერობით მზად არ არის
პეტრო პოროშენკო: უკრაინა ნატო-ში გასაწევრიანებლად ჯერჯერობით მზად არ არის

პეტრო პოროშენკო: უკრაინა ნატო-ში გასაწევრიანებლად ჯერჯერობით მზად არ არის

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინა ალიანსში გასაწევრიანებლად ჯერჯერობით მზად არ არის.

როგორც “ლიგა.ნეტ” იტყობინება, ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ნატო-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“მზად არის თუ არა ახლა უკრაინა, გახდეს ნატო-ს წევრი? პასუხი ძალიან მარტივია, არა. ჩვენ ამისთვის უნდა მოვემზადოთ. ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდეს”,

– განაცხადა პოროშენკომ.
მისივე თქმით, ნატო-ს კარი უკრაინისთვის 2008 წელს გაიხსნა, როცა ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე შესაბამისი განცხადება გაკეთდა