Home » საზოგადოება » პენსიონერები აბანოების უფასო მომსახურებით ვეღარ სარგებლობენ
პენსიონერები აბანოების უფასო მომსახურებით ვეღარ სარგებლობენ

პენსიონერები აბანოების უფასო მომსახურებით ვეღარ სარგებლობენ

 საქართველოს პენსიონერთა კავშირის მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მერისეხნიაშვილის განცხადებით, აბანოებში ადამიანებს უფასო მომსახურების მიღება ისევ უნდა შეეძლოთ.

დღეს, აბანოთუბანში, აბანოების ხელმძღვანელების მიერ გამართული პრესკონფერენციის და მხარდამჭერი ორგანიზაციების აქციის შემდეგ, მერი სეხნიაშვილმა აღნიშნა, რომ აბანოების ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების შედეგად, პენსიონერები აბანოების უსაფო მომსახურებით ვეღარ სარგებლობენ.

„ყველამ იცის, როგორი გაუსაძლისი ცხოვრების პირობები გააჩნია მოსახლეობას და თვეში, ერთხელაც რომ უფასოდ ისარგებლოს, აუცილებელია. თვეში, დაახლოებით, 40 ადამიანი სარგებლობდა აღნიშნული მომსახურებით, მაგრამ უკვე კავშირის წევრები ვერ სარგებლობენ უფასო მომსახურებით, რადგანაც აბანოებს ეკონომიკური თვალსაზრისით, მძიმე პირობები შეექმნა და იძულებული იყო, ამ ხალხის უფასო მომსახურება შეეჩერებინა“, – განაცხადა სეხნიაშვილმა.

მისი განმარტებით, კარგი იქნება, თუ სემეკი აბანოების მესაკუთრეთა წინადადებას განიხილავს და წყლის ტარიფს გადახედავს.

„კარგი იქნება, რომ ეს საკითხი შესაბამისმა ორგანიზაციამ განიხილოს და იმ წინადადებას მხარი დაუჭიროს, რასაც აბანოს ხელმძღვანელობა აქვეყნებს. ეს კარგი იქნება, რადგანაც აბანო ემსახურება არამარტო თბილისის მოსახლეობას, არამედ ტურისტებსაც. აბანოთუბანი ალამაზებს ძველი თბილისს და გვინდა, ეს ლამაზი უბანი აქტიურად მოქმედებდეს ხალხის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნა მერი სეხნიაშვილმა.

[wpolling id=”12″ width=”” height=””]

Share