Home » საზოგადოება » „პედაგოგებს ვერ დავუწუნებთ თავისი თემის წარმომადგენელს ჩაჭრის მაგივრად 3-იანებს რომ უწერდნენ“
„პედაგოგებს ვერ დავუწუნებთ თავისი თემის წარმომადგენელს ჩაჭრის მაგივრად 3-იანებს რომ უწერდნენ“

„პედაგოგებს ვერ დავუწუნებთ თავისი თემის წარმომადგენელს ჩაჭრის მაგივრად 3-იანებს რომ უწერდნენ“

“ჩვენ შევქმენით არაჯანსაღი გარემო, როდესაც მიუხედავად იმისა უნდა სწავლა, თუ არ უნდა სწავლა, გამოსდის, თუ არ გამოსდის ოჯახი ვალდებულად თვლის თავს, რომ ამ ბავშვმა არა მარტო 12 კლასი დაასრულოს არამედ გააგრძელოს სწავლა უმაღლესში”, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გადაცემა “კონტაქტში” აცხადებს.

მინისტრი მიიჩნევს, რომ სკოლებზე და პედაგოგებზე მშობლების მხრიდან წნეხი არის ძალიან მაღალი. როგორც ჯეჯელავა აცხადებს, სოფლის სკოლებში ხშირად მასწავლებლები მოსწავლეებს ქულებს უმატებენ, რადგან ერთი თემის წევრები არიან.

“წნეხი სკოლაზე, პედაგოგებზე და ადმინისტრაციაზე მშობლების მხრიდან არის ძალიან მაღალი. მით უმეტეს სოფლის გარემოში სადაც ერთი თემია მოგეხსენებათ, ვერ დავუწუნებთ პედაგოგებს მაგალითად იმას, რომ თავისი თემის წარმომადგენელს ნიშნებს უწერდა, მაგალითად 2 სადაც ეკუთვნოდა და ჩაჭრა ბავშვს, 3-იანებს უწერდნენ. ეს თუ დანაშაულია, მაშინ ეს დანაშაული არსებობს”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

Share