Home » საზოგადოება » “პატრიოტთა ალიანსის” ოთხი წევრი პარლამენტში “ევროპელი სოციალისტების” სახელით შევიდა

“პატრიოტთა ალიანსის” ოთხი წევრი პარლამენტში “ევროპელი სოციალისტების” სახელით შევიდა

“პატრიოტთა ალიანსის” ოთხი წევრი, რომლებმაც უარი არ თქვეს საპარლამენტო მანდატებზე, პარლამენტში “ევროპელი სოციალისტების” სახელით შევიდნენ.

“დღეს ჩვენ – ავთანდილ ენუქიძე, ზაზა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი – როგორც პოლიტიკური გაერთიანება “ევროპელი სოციალისტები”-ს წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში, ვერთვებით საპარლამენტო მუშაობაში და საჭიროდ მიგვაჩნია, საზოგადოებას განვუმარტოთ ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზი და მიზანები”, – ნათქვამია “ევროპელი სოციალისტების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ოპოზიციის ქუჩაში დარჩენა დღეს ხელს აძლევს ორ პოლიტიკურ ძალას – “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას”.

ეს არის კოაბიტაციის ერთგვარი გაგრძელება, რისთვისაც ჩვენ “ქართულ ოცნებას” მწვავედ ვაკრიტიკებდით მთელი ამ წლების განმავლობაში. “ნაციონალებს” სურთ ქუჩაში დარჩენა იმის იმედად, რომ ხელისუფლებას ფეხი წაუცდება და ამის ხარჯზე, გზაარეული ახალგაზრდობის მცირე ნაწილის იმედად, ქვეყნის არევას და რევოლუციური სცენარის ამოქმედებას შეძლებენ, ხოლო “ქართულ ოცნებას” აქვს იმის იმედი, რომ ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციას საბოლოოდ გაანადგურებს”, – აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რაც არ უნდა ის მცირე იყოს, შევდივართ პარლამენტში იმისათვის, რომ ოპონირება გავუწიოთ მმართველ პარტიას.

პარლამენტში შესვლასთან ერთად, ჩვენ ვტოვებთ “პატრიოტთა ალიანსს”…. მომავალ შაბათს ჩვენ ჩავატარებთ პოლიტიკური გაერთიანება “ევროპელი სოციალისტების” ყრილობას და წარვადგენთ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს”, – ნათქვამია გაცხადებაში.

Share