Home » ბიზნესი » „პაშა ბანკი“ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ ახალი წევრია

„პაშა ბანკი“ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ ახალი წევრია

„პაშა ბანკი“ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” ახალი წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ავრცელებს.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია” მიესალმება ახალ წევრს, „პაშა ბანკს”. “პაშა ბანკი” საქართველოში 2013 წლიდან საქმიანობს. მისი სათავო ოფისი ბაქოში მდებარეობს და ოპერირებს, როგორც აზერბაიჯანში, ასევე საქართველოსა და თურქეთში. “პაშა ბანკი” მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.

მათივე ცნობით, “პაშა ბანკი” არის პაშა ჰოლდინგის ნაწილი, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს აზერბაიჯანის ერთ-ერთ წამყვან საინვესტიციო ჯგუფს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორაციული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. ჰოლდინგის კაპიტალმა 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 7.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

2019 წლიდან “პაშა ბანკმა” მომსახურების მიმართულებებს დაამატა საცალო საბანკო სერვისებიც, რომლისთვისაც შეიქმნა ქვე-ბრენდი – რე|ბანკი. რე|ბანკი უკვე ორ წელიწადზე მეტია მომხმარებლებს სთავაზობს გამორჩეულ პროდუქტებს და ერთ-ერთი მათგანი არის ტოპ|ქარდი – ეს არის შოპინგ ბარათი, რომელიც საშუალებას აძლევს მფლობელს, შეიძინოს სასურველი ნივთი თუ მომსახურება ახლა და გადაიხადოს მერე: ბარათის გამოყენება შესაძლებელია ფაქტობრივად ყველა სექტორში. აღსანიშნავია, რომ პარტნიორი ობიექტების რიცხვმა უკვე 1,400-ს გადააჭარბა.

სხვადასხვა პარტნიორთან მოქმედებს ღირებულების სხვადასხვა რაოდენობის თვეზე გადანაწილების პრინციპი, რეკომენდებული ვადებში ღირებულების დაფარვისას მომხმარებელს ერთი თეთრითაც კი არ უძვირდება შენაძენის ფასი, ის უბრალოდ უნაწილდება სხვადასხვა რაოდენობის თვეზე, გააჩნია სად იშოპინგებს. ტოპ|ქარდი არის უფასო – მას არ აქვს არც მომსახურების და არც დამტკიცების საკომისიო. ბარათის აღება დისტანციურადაც არის შესაძლებელი rebank.ge-ზე და ბუნებრივია, ბანკის ფილიალებში და გაყიდვის სხვა წერტილებშიც.

„მივესალმებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ახალ წევრს “პაშა ბანკს”. “ პაშა ბანკი” განვითარებაზე ორიენტირებული ბანკია, რათა მაქსიმალურად მრავალფეროვანი მომსახურება შესთავაზოს თავის მომხმარებელს. “საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში” გაერთიანებულია თითქმის ყველა ბანკი, რომელიც დღეს ბაზარზე ოპერირებს. შესაბამისად, ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ამ სექტორში არსებული პრობლემები და გამოწვევები, და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა საკმაოდ ეფექტიანი იქნება“ – განაცხადა “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

Share