Home » ახალი ამბები » პარლამენტში შეიქმნა ეთნიკურად აზერბაიჯანელთა საინიციატივო ჯგუფი, რომელთაც საკუთარი თავდაპირველი გვარების აღდგენა სურთ

პარლამენტში შეიქმნა ეთნიკურად აზერბაიჯანელთა საინიციატივო ჯგუფი, რომელთაც საკუთარი თავდაპირველი გვარების აღდგენა სურთ

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს მხარი დაუჭირა.

როგორც საინიციატივო ჯგუფის განცხადებაშია აღნიშნული, საინიციატივო ჯგუფი იქმნება საქართველოს აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეების მიერ, რომელთაც სურთ საკუთარი თავდაპირველი, ავთენტური გვარების აღდგენა და არაავთენტური სუფიქსების (ოვ, ევ და ა.შ.) ჩამოშორება, რისთვისაც საჭიროა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა.

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელთა თქმით, ისინი აპირებენ, შესაბამისი საკანონმდებლო წინადადების მომზადებასა და, პროექტის არანაკლებ 2 5000 ამომრჩევლის ინიციატივით, პარლამენტში წარდგენას.

განხილვის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს მხარი დაუჭირა.

Share