Home » ახალი ამბები » პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ინიციატივით 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ინიციატივით 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ინიციატივითა და ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით გაიმართა ონლაინ საჯარო ვებინარი თემაზე: 2022 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმოხილვა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ დაინტერესებულ მხარეებს მიაწოდა ინფორმაცია 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე და მის ძირითად პარამეტრებზე. ირაკლი კოვზანაძემ ისაუბრა საბიუჯეტო პროცესზე, რომელიც პარლამენტში მაისიდან ე.წ. BDD-ის დოკუმენტის მიღებით იწყება და დეკემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებით სრულდება. კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ბიუჯეტის პარამეტრებზე და მომავალი წლის მაკროეკონომიკურ სცენარზე.

ვებინარის მონაწილეებმა ისაუბრეს: 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, სახელმწიფო ვალზე, ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და ა.შ. პრეზენტაციების შემდეგ, ვებინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

საჯარო შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე; გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკატერინე ღაზაძე. პარლამენტის წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი; ასევე საფინანსო და საბიუჯეტო საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

Share