Home » ბიზნესი » პარლამენტი ავტომობილში არასრულწლოვნის თანდასწრებით თამბაქოს მოხმარების აკრძალვის მომხრეა

პარლამენტი ავტომობილში არასრულწლოვნის თანდასწრებით თამბაქოს მოხმარების აკრძალვის მომხრეა

პარლამენტი მსუბუქ ავტომობილებში თამბაქოს არასრულწლოვანის თანდასწრებით მოხმარების აკრძალვის მომხრეა.

ამის შესახებ “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულების მდგომარეობის შესახებ პარლამენტის კვლევაშია ნათქვამი.

გარდა ამისა, პარლამენტი მიიჩნევს, რომ თამბაქოს მოხმარება ტაქსებშიც უნდა აიკრძალოს.

რამდენიმე კვირის წინ ტაქსებში და მსუბუქ ავტომობილებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვის ინიციატივა თამბაქოს კონტროლის ალიანსმაც გააჟღერა და განაცხადა, რომ შესაბამის კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს.

“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევებით, მოსახლეობის 90%-მდე თანახმაა ტაქსებში მოწევა აიკრძალოს. ხალხი ირჩევს  თამბაქოსგან თავისუფალ სივრცეს.

მთავრობაც უნდა ემსახურებოდეს ხალხის ინტერესს და კონსტიტუციურ უფლებას, იცხოვროს ჯანსაღ გარემოში და ხელს არ უნდა უწყობდეს მომაკვდინებელი პროდუქციის მწარმოებლების, თამბაქოს ინდუსტრიის „ნათელ მომავალს”, რაც უკვე არაერთხელ გვითქვამს“,- აცხადებენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.  

Share