Home » ეკონომიკა » პაპავა: ლარის სტაბილურობა კი არ უნდა შევინარჩუნოთ, პირიქით
პაპავა: ლარის სტაბილურობა კი არ უნდა შევინარჩუნოთ, პირიქით

პაპავა: ლარის სტაბილურობა კი არ უნდა შევინარჩუნოთ, პირიქით

„ჩვენ ლარის სტაბილურობა კი არ უნდა შევინარჩუნოთ, პირიქით, ლარი უნდა იყოს დევალვირებადი ვალუტა, თუმცა პროგნოზირებადი და არა ნახტომებით გაუფასურებადი“, – ლადო პაპავა ლარის  ეპიდემიაზე გავრცელებულ მოსაზრებას არ იზიარებს.

TV პირველის  ბიზნესგადაცემაში ეკონომისტმა განაცხადა, რომ ავად ეკონომიკაა, ლარი კი უპრეცედენტოდ ჯანსაღია, ზუსტად ასახავს  შიდა და გარე გამოწვევებს.

ლადომ  დოლარის გაძლიერების აშშ-ის სტრატეგიაზე გაამახვილა ყურადღება, რასაც წინ ვერავინ აღუდგება, ასევე საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორის თურქეთის პოლიტიკურ მოწყობაზე – დიქტატურისკენ გადახრაზე, რაც ლირაზე უკვე აისახა.

ლირას გაუფასურება კი ნიშნავს თურქული ექსპორტის სტიმულირებას და ამ მოცემულობაში მწარმოებელი ქვეყნის მიმართ მომხმარებელი – საქართველოს უძლურებას,  – „თუ ლარი ლირასთან სინქრონიზებულად არ გაუფასურდა თურქეთი წაგვლეკავს“ .

ეს უკვე მერამდენე ექსპერტის  შეფასება-პროგნოზია უიმედობის გამღვივებელი. „მარჯვნივ წახვალ მოგკლავენ, მარცხნივ, მოგკლავენ, წინ  სიარული არ იცი, ვერ სწავლობ და არც გინდა ისწავლო“.

Share