Home » ბიზნესი » პაპაშვილი: ყველაზე მთავარი მესიჯი არის ის, რომ ეს პრემიერი პრობიზნესურია

პაპაშვილი: ყველაზე მთავარი მესიჯი არის ის, რომ ეს პრემიერი პრობიზნესურია

„ყველაზე მთავარი მესიჯი, არის ის, რომ ეს პრემიერი არის პრობიზნესური“, – ასე აფასებს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი პრემიერსა და ბიზნესმენებს შორის შეხვედრას.

პაპაშვილის განცხადებით, პრემიერის ხელმძღვანელობით შეიქმნება საბჭო, რომელიც კონკრეტული მიმართულებით სამოქმედო ნაბიჯებს დასახავს.

„ახლა ისეთი კრიტიკული და გარდამტეხი სიტუაციაა, რომ ისიც კი, რომ ადამიანი აცხადებს, რომ პრობიზნესურია, ის რომ ახალგზარდაა, ჯანღონით სავსეა, განათლებულია და კარგი ოჯახი აქვს. უკვე კარგია.

თანხვედრაა ხედვების და განვითარების ნაბიჯების, რაც დღეს-ხვალ უნდა გაკეთდეს. თვითონ პრემიერი თავის საქმეს როგორ დაგეგმავს არ ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ საბჭოს შექმნის ამა თუ იმ მიმართულებით, მაგალითად, სოფლის მეურნეობაში.

ჩავერთვებით ჩვენც და კონკრეტულ საკითხებზე ვიმსჯელებთ. შევთანხმდით, რომ უტოპიურ საკითხებზე არ ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ბიზნესმენმა.

Share