Home » საზოგადოება » პაატა ცინცაძე: საქართველოში ჰიდროსადგურების მშენებლობას ალტერნატივა არ აქვს

პაატა ცინცაძე: საქართველოში ჰიდროსადგურების მშენებლობას ალტერნატივა არ აქვს

საქართველოს საინჟინრო და ენერგეტიკის აკადემიების ნამდვილი წევრის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის პაატა ცინცაძის განცხადებით, საქართველოში ჰიდროსადგურების მშენებლობას ალტერნატივა არ აქვს.

როგორც ცინცაძემ განაცხადა, მისი საკუთარი, ჰიდრორესურსი უნდა გამოიყენოს, რათა ენერგოდამოუკიდებლობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას.

„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს არ გააჩნია ბუნებრივი აირისა და ნავთობის მარაგები, ერთადერთი რესურსი, რითაც შეგვიძლია ვაწარმოოთ ელექტროენერგია, არის ჰიდრორესურსი.

ჰიდრორესურსებიაბლობისთვის საჭიროა საკუთარი რესურსების გამოყენება და ამ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ ჰიდრორესურსი გაგვაჩნია, ამიტომ ჰიდროსადგურების მშენებლობას ალტერნატივა არ აქვს.

თბოსადგურების მშენებლობა გამოიწვევს გაზზე დამოკიდებულების ზრდას, ხოლო ელექტროენერგიის იმპორტი გამოიწვევს იმპორტზე დამოკიდებულების ზრდას.

ამიტომ უნდა ვაწარმოოთ ჩვენი ელექტროენერგია მხოლოდ ჰიდროსადგურებზე“, – აღნიშნა პაატა ცინცაძემ.

მისი თქმით, „ნამახვანჰესის“ პროეტის შესახებ არსებული კითხვები ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობით არის გამოწვეული და თუ ეს შეიცვლება, მხარეებს შორის კომპრომისი აუცილებლად გამოინახება.

დღეს იყო პირველი ნაბიჯი, მცდელობა იმისა, რომ ეს კომუნიკაცია დამყარებულიყო, შეხვედრა იყო ქუთაისში, როგორც მე ვიცი. ასეთი შეხვედრები უნდა იყოს ბევრი და ხშირად, რათა მოსახლეობას არ გაუჩნდეს ზედმეტი ეჭვები და გაქრეს ის უნდობლობა, რომელიც დღეს არის.

ვფიქრობ, თუ კომუნიკაცია სწორად გაგრძელდება, მხარეები დათმობებზე წავლენ და პროექტი განხორციელდება“, – განაცხადა პაატა ცინცაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დაინტერესებულ მოქალაქეებთან შეხვედრა გამართეს.

მინისტრებმა პოზიციები წარმოადგინეს, რის შემდეგაც მოსახლეობასთან კითხვებზე დეტალური პასუხების გასაცემად იურისტები, ეკონომისტები და ტექნიკური სპეციალისტები დარჩნენ.

მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ კითხვებზე უშუალოდ მინისტრებისგან სურდათ პასუხების მოსმენა და შეხვედრის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს.

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს მესამე თვეა აპროტესტებს.

Share